VET
  1. მთავარი
  2. მომზადება/გადამზადება
  3. მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის კვება ცხოველის საკვების უვნებლობის დაცვით

სსიპ - კოლეჯი "ახალი ტალღა"

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის კვება ცხოველის საკვების უვნებლობის დაცვით

სფერო:
ვეტერინარია
პროგრამის კოდი:
04-01234
კვალიფიკაციის დონე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის სახე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის ხანგრძლივობა:
10 კვირა
აპლიკანტთა შერჩევის ფორმა:
დაშვების წინაპირობა:
ასაკი -
განათლება -
სხვა -
განხორციელების ადგილი:
სოფელი, ღორჯომი
მიღება არ არის გამოცხადებული
პარტნიორი ორგანიზაციები
პარტნიორი ორგანიზაცია
ორგანიზაციის ზომა
ეკონომიკური სექტორი
შპს ჯიგატი 777
მცირე (<=20)
სოფლის მეურნეობა
პროგრამის აღწერა
,,მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის კვება ცხოველის საკვების უვნებლობის დაცვით’’ პროფესიული მომზადების პროგრამაზე სწავლა შეუძლიათ სრული ზოგადი განათლების მქონე პირებს. პროგრამის ფარგლებში მსმენელი შეისწავლის სურსათის უვნებლობის ზოგად ასპექტებს და რეგულირების სისტემას, შეძლებს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისთვის საზრდო ნივთიერებებზე მოთხოვნის დადგენასა და საკვების დანახარჯების გაანგარიშებას, ასევე სანიმუშო ულუფის შედგენას, პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 10 კვირას, კვირეული დატვირთვა შეადგენს 9 საათს, ხოლო სულ პროგრამაზე გათვალისწინებულია - 90 საათი, სწავლება ხორციელდება დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მიერ. შესაძლებელია ასევე პროგრამის ნაწილების (თეორიული კომპონენტის) დისტანციური ფორმით განხორციელება. სწავლების განხორციელება შესაძლებელია ორგვარი მიდგომით: პროფესიული მომზადების პროგრამა ხორციელდება სასწავლო დაწესებულებაში და ყველა სწავლის შედეგი მიიღწევა სასწავლო დაწესებულებაში; პროფესიული მომზადების პროგრამა ხორციელდება სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმით კერძოდ, ზოგიერთი სწავლების შედეგი/ები მიიღწევა რეალურ სამუშაო გარემოში, პარტნიორ ორგანიზაციებთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებების ფარგლებში; პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ კურსდამთავრებული მიიღებს კვალიფიკაციის დამადასტურებელ, სახელმწიფოს მიერ აღიარებულ პროფესიული განათლების დამადასტურებელ სერტიფიკატს, დანართით, რომელშიც ფიქსირდება პირის მიერ პროგრამის ფარგლებში მიღწეული ცოდნა და უნარები.
პროგრამის მიზანი
პროგრამა მიზნად ისახავს შესაბამისი კომპეტენციის მქონე კადრის მომზადებას, რომელსაც გაცნობიერებული აქვს სურსათის უვნებლობის ზოგადი ასპექტები და რეგულირების სისტემა, შეუძლია დაადგინოს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისთვის საზრდო ნივთიერებებზე მოთხოვ და საკვების დანახარჯების გაანგარიშება, ასევე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისთვის სანიმუშო ულუფის შედგენა.
დასაქმების სფერო
084 - ვეტერინარია (ვიწრო სფერო)
გალერეა
ფოტო ან ვიდეო მასალა არ მოიძებნა
შ.რუსთაველის N154
რეგისტრაციის პროცესის კონსულტირებაზე პასუხისმგებელი პირის ტელეფონი: 591811173