VET

სსიპ - კოლეჯი "ახალი ტალღა"

ხე-ტყის დამზადება

სფერო:
მეტყევეობა
პროგრამის კოდი:
04-01930
კვალიფიკაციის დონე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის სახე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის ხანგრძლივობა:
8 კვირა
აპლიკანტთა შერჩევის ფორმა:
დაშვების წინაპირობა:
ასაკი -
განათლება -
სხვა -
განხორციელების ადგილი:
შ.რუსთაველის №154
მიღება არ არის გამოცხადებული
პარტნიორი ორგანიზაციები
პარტნიორი ორგანიზაცია
ორგანიზაციის ზომა
ეკონომიკური სექტორი
სსიპ აჭარის სატყეო სააგენტო
საშუალო (20-100)
დანარჩენი დარგები
პროგრამის აღწერა
პროფესიული მომზადების პროგრამა „ხე-ტყის დამზადება“ შემუშავებულია შრომის ბაზრისა და ეროვნულ დონეზე სექტორთან დაკავშირებული კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით. პროგრამა განკუთვნილია ყველა დაინტერესებული პირისთვის სრული ზოგადი განათლებით, რომელსაც სურვილი აქვს მოკლე დროში შეიძინოს ის ცოდნა და უნარი, რაც საჭიროა ტყეში უსაფრთხოდ ხის მოჭრისთვის, მოჭრილი ხის დამუშავებისა და ტყიდან გამოზიდვისთვის. პროფესიული მომზადების პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 8 კვირას, კვირაში საშუალოდ 25 საათის ოდენობით, ჯამში პროგრამის მოცულობა 230 საათია. პროფესიული მომზადების პროგრამა განხორციელდება სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმით. კერძოდ, სწავლის შედეგები მიიღწევა რეალურ სამუშაო გარემოში - აჭარის სატყეო სააგენტოს დაქვემდებარებული ტყის ტერიტორიაზე. პროფესიული მომზადების პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევა უზრუნველყოფილი იქნება სწავლების სხვადასხვა მეთოდებით. მსმენელის შეფასებისთვის კი, გამოყენებული იქნება განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება. პროფესიული მომზადების პროგრამის დასრულების შემდეგ, მსმენელებს გადაეცემათ სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატი დანართით, რომელშიც ფიქსირდება პირის მიერ პროგრამის ფარგლებში მიღწეული ცოდნა და უნარები და შეეძლებათ დასაქმება ტყის მართვის ორგანოებში, ხე-ტყის დამზადების და სხვა დარგობრივი მიმართულების კომპანიებში. პროგრამის დიზაინი და შინაარსი საშუალებას აძლევს სხვადასხვა ასაკის, ინტერესის, სქესის/გენდერის, ღირებულების მქონე მსმენელს, ჩაერთოს თანასწორ, სამართლიან და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ სასწავლო პროცესში.
პროგრამის მიზანი
პროფესიული მომზადების პროგრამის „ხე-ტყის დამზადება“ მიზანია კვალიფიციური სპეციალისტების მომზადება, რომლებიც შეძლებენ ტყეში ხე-ტყის დამზადების სამუშაოების ორგანიზებას შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვით, სამუშაო იარაღებისა და აღჭურვილობის მოვლას და გამოყენებას, ხის ჭრის პროცესის მომზადებას, ხის უსაფრთხოდ მოჭრას და მოჭრილი ხის გაწმენდას, დამზადებული ხე-ტყის დახარისხებას და ჭრის ნარჩენების განთავსებას, დამზადებული ხე-ტყის გამოზიდვას და სატრანსპორტო საშუალებებზე დატვირთას.
დასაქმების სფერო
დასაქმების სფეროები არ მოიძებნა
გალერეა
ფოტო ან ვიდეო მასალა არ მოიძებნა
შ.რუსთაველის N154
რეგისტრაციის პროცესის კონსულტირებაზე პასუხისმგებელი პირის ტელეფონი: 591811173