VET
  1. მთავარი
  2. მომზადება/გადამზადება
  3. "ტიხრული მინანქრის დამზადების ტექნოლოგია"

სსიპ - კოლეჯი „მერმისი“

"ტიხრული მინანქრის დამზადების ტექნოლოგია"

სფერო:
ხელოვნება
პროგრამის კოდი:
04-01251
კვალიფიკაციის დონე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის სახე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის ხანგრძლივობა:
21 კვირა
აპლიკანტთა შერჩევის ფორმა:
დაშვების წინაპირობა:
ასაკი -
განათლება -
სხვა -
განხორციელების ადგილი:
დავით გურამიშვილის ჩიხი №9ა
მიღება არ არის გამოცხადებული
პარტნიორი ორგანიზაციები
პარტნიორი ორგანიზაციები არ მოიძებნა
პროგრამის აღწერა
პროფესიული მომზადების პროგრამაზე სწავლა შეუძლია საბაზო განათლების მქონე ყველა დაინტერესებულ პირს. პროფესიული მომზადების პროგრამის მოცულობა შეადგენს 259 საათს, აქედან შეფასებას დაეთმობა 8 საათი მე-2, მე-16 და 21-ე კვირას. პროგრამა განხორციელდება 21 კვირის განმავლობაში კოლეჯში მომინანქრების სასწავლო სახელოსნოში, AC ინტეგრირებულ გარემოში. კვირეული დატვირთვა შეადგენს 12 საათს, გარდა 12-16 კვირისა (კვირეული დატვირთვა - 13სთ.) და ბოლო 21 კვირას 14სთ. პროგრამის მსვლელობისას მსმენელები შეისწავლიან ტიხრული მინანქრის დამზადების ტექნიკას, ტიხრული მინანქრის ტექნოლოგიური ოპერაციების შესრულების თანმიმდევრობას და ბრტყელ ზედაპირზე ტიხრული მინანქრის ნაკეთობის შექმნას შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვით. პროფესიული მომზადების პროგრამის მსმენელების შეფასება განხორციელდება თეორიული გამოკითხვით (ტესტირება), პრაქტიკული დავალება დაკვირვებით და პრაქტიკული დავალებით. შეფასება ითვალისწინებს მხოლოდ ჩათლის პრინციპზე დაფუძნებული (კომპეტენციების დადასტურებაზე დაფუძნებული) სისტემის გამოყენებას და უშვებს შემდეგი ორი ტიპის შეფასებას: ა) სწავლის შედეგი დადასტურდა; ბ) სწავლის შედეგი ვერ დადასტურდა. პროფესიული მომზადების პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ, კურსდამთავრებული მიიღებს კვალიფიკაციის დამადასტურებელ, სახელმწიფოს მიერ აღიარებულ პროფესიული განათლების დამადასტურებელ სერთიფიკატს დანართით, რომელშიც ფიქსირდება კურსდამთავრებულის მიერ პროგრამის ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგები.
პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია მოკლე ვადაში მოამზადოს შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი პრაქტიკული უნარ-ჩვევების მქონე კონკურენტუნარიანი პირი, რომელსაც შეეძლება მომინანქრებისათვის ლითონის ფირფიტის მომზადება, ფუძეზე ტიხრული კონტურებით ნახატის შექმნა, ტიხრული მინანქრის ტექნიკით ნაკეთობის დამზადება, გახეხვა/გაპრიალება ნამუშევრისათვის საბოლოო სახის მიცემა უსაფრთხოების წესების დაცვით.
დასაქმების სფერო
დასაქმების სფეროები არ მოიძებნა
გალერეა
ფოტო ან ვიდეო მასალა არ მოიძებნა
დავით გურამიშვილის ჩიხი N9ა
რეგისტრაციის პროცესის კონსულტირებაზე პასუხისმგებელი პირის ტელეფონი: 0322147663