შპს საქართველოს ბიზნესის აკადემია - SBA
კომპიუტერის პროგრამული უზრუნველყოფა
სფერო:
ინფორმაციის და კომუნიკაციის ტექნოლოგიები
პროგრამის კოდი:
04-01133
კვალიფიკაციის დონე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის სახე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის ხანგრძლივობა:
9 კვირა
აპლიკანტთა შერჩევის ფორმა:
დაშვების წინაპირობა:
ასაკი -
განათლება -
სხვა -
განათლება -
სხვა -
განხორციელების ადგილი:
რუსთავის გზატკეცილი 18/22
მიღება არ არის გამოცხადებული
პარტნიორი ორგანიზაციები
პარტნიორი ორგანიზაციები არ მოიძებნა
პროგრამის აღწერა
პროგრამა განკუთვნილია იმ პირებისათვის, რომლებიც სულ მცირე ფლობენ საბაზო განათლებას და აქვთ სურვილი შეისწავლონ კომპიუტერის პროგრამული უზრუნველყოფა დარგის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად.
პროგრამის მოცულობა 144 საათია, აქედან შეფასებას დაეთმობა - 6 საათი. პროგრამა განხორციელდება 9 კვირის განმავლობაში, კვირეული საათობრივი დატვირთვა 16 საათი.
სასწავლო პროცესი მიმდინარეობს შპს „საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA“-ს ბაზაზე. სწავლების განმავლობაში თეორიულ და პრაქტიკულ კომპონენტს მსმენელები გაივლიან აკადემიის AC სასწავლო გარემოში - კომპიუტერულ ლაბორატორიაში, აგრეთვე შესაძლებელია მომზადების პროგრამის ნაწილობრივ დისტანციურად განხორციელება, სწავლებისას გამოიყენება Cisco-ს მასალები.
მსმენელთა განმავითარებელი შეფასებები ტარდება სწავლების პარალელურად, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კომპონენტში.
განმსაზღვრელი შეფასება ტარდება მე-9 კვირას. მსმენელთა შეფასება ხორციელდება პრაქტიკული დავალების შესრულებაზე დაკვირვებით. შეფასება ითვალისწინებს მხოლოდ ჩათვლის პრინციპებზე დაფუძნებული (კომპეტენციების დადასტურებაზე დაფუძნებული) სისტემის გამოყენებას და უშვებს შემდეგი ორი ტიპის შეფასებას:
ა) სწავლის შედეგი დადასტურდა;
ბ) სწავლის შედეგი ვერ დადასტურდა
პროფესიული მომზადების პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ, კურსდამთავრებული მიიღებს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს და სერტიფიკატის დანართს.
პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია მსმენელთათვის დასაქმებისათვის საჭირო ისეთი უნარების განვითარება, რომელთა გამოყენებით შეძლებენ კომპიუტერის პროგრამულ უზრუნველყოფას კერძო თუ საჯარო დაწესებულებებში ან საკუთარი მოხმარებებისთვის დარგის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებითა და უსაფრთხოების ნორმების დაცვით.
დასაქმების სფერო
061 - ინფორმაციის და კომუნიკაციის ტექნოლოგიები (ვიწრო სფერო)
გალერეა
ფოტო ან ვიდეო მასალა არ მოიძებნა
რეგისტრაციის პროცესის კონსულტირებაზე პასუხისმგებელი პირის ტელეფონი: 599975772