სსიპ - კოლეჯი "ახალი ტალღა"
სპლიტ სისტემის ჰაერის კონდიციონერის მონტაჟი
სფერო:
ინჟინერია და საინჟინრო საქმე
პროგრამის კოდი:
04-01341
კვალიფიკაციის დონე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის სახე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის ხანგრძლივობა:
12 კვირა
აპლიკანტთა შერჩევის ფორმა:
დაშვების წინაპირობა:
ასაკი -
განათლება -
სხვა -
განათლება -
სხვა -
განხორციელების ადგილი:
შ.რუსთაველის №154
მიღება არ არის გამოცხადებული
პარტნიორი ორგანიზაციები
პარტნიორი ორგანიზაციები არ მოიძებნა
პროგრამის აღწერა
პროფესიული მომზადების პროგრამა ,, სპლიტ სისტემის ჰაერის კონდიციონერის მონტაჟი’’ შემუშავებულია შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად.
პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს შეუძლია შრომის უსაფრთხოების რეგულაციების გათვალისწინებით
მომსახურება გაუწიოს და დაამონტაჟოს „სპლიტ“ სისტემის ჰაერის კონდიციონერი.
პროგრამაზე სწავლა შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს, მინიმუმ 18 წლის-საბაზო განათლებით, რომელსაც აქვს სურვილი მოკლე დროში მიიღოს კონკრეტული ცოდნა/პროფესიული უნარები და დასაქმდეს ამ მიმართულებით.
პროგრამის ხანგრძლივობაა 12 კვირა და მოიცავს 180 საკონტაქტო საათს.
პროფესიული მომზადების პროგრამის ყველა სწავლის შედეგი მიიღწევა საგანმანათლებლო დაწესებულებაში მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მიერ, თანამედროვე სწავლების მეთოდებითა და შრომის უსაფრთხოების რეგულაციების გათვალისწინებით.
პროფესიული მომზადების პროგრამის ფარგლებში, გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ კურსდამთავრებული მიიღებს კვალიფიკაციის დამადასტურებელ, სახელმწიფოს მიერ აღიარებულ პროფესიული განათლების დამადასტურებელ სერტიფიკატს, დანართით, რომელშიც ფიქსირდება პირის მიერ პროგრამის ფარგლებში მიღწეული ცოდნა და უნარები.
პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით მოამზადოს კონკრეტული ცოდნისა და უნარების მქონე კვალიფიციური კადრი, რომელიც შეძლებს შრომის უსაფრთხოების რეგულაციების გათვალისწინებით მომსახურება გაუწიოს და დაამონტაჟოს „სპლიტ“ სისტემის ჰაერის კონდიციონერი.
დასაქმების სფერო
071 - ინჟინერია და საინჟინრო საქმე (ვიწრო სფერო)
გალერეა
ფოტო ან ვიდეო მასალა არ მოიძებნა
რეგისტრაციის პროცესის კონსულტირებაზე პასუხისმგებელი პირის ტელეფონი: 591811173