შპს საქართველოს ბიზნესის აკადემია - SBA
სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში მუშაობა
სფერო:
ბიზნესი და ადმინისტრირება
პროგრამის კოდი:
04-01443
კვალიფიკაციის დონე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის სახე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის ხანგრძლივობა:
8 კვირა
აპლიკანტთა შერჩევის ფორმა:
დაშვების წინაპირობა:
ასაკი -
განათლება -
სხვა -
განათლება -
სხვა -
განხორციელების ადგილი:
რუსთავის გზატკეცილი 18/22
მიღება არ არის გამოცხადებული
პარტნიორი ორგანიზაციები
პარტნიორი ორგანიზაციები არ მოიძებნა
პროგრამის აღწერა
პროგრამა განკუთვნილია ყველა დაინტერესებული პირისთვის, რომლებსაც სურთ მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო შესყიდვების პროცესში, იურიდიული პირის სახელით. დაარეგისტრირონ იურიდიული პირი შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, განათავსონ სატენდერო განაცხადები და სატენდერო დოკუმენტაცია, მონაწილეობა მიიღონ შესყიდვების პროცესში, შესყიდვის საშუალების შესაბამისად. პროგრამა ხორციელდება სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმით, პრაქტიკული ქეისების გამოყენებით, სიმულაციური მოდულის გამოყენებით. პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატი და სერტიფიკატის დანართი.
პროგრამის მიზანი
პროგრამა მიზნად ისახავს მსმენელებს შეასწავლოს შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში მუშაობა, რათა მათ სამეწარმეო იურიდიული პირების სახელით შეძლონ მონაწილეობა ელექტრონულ ტენდერებში, როგორც შემსყიდველის, ისე მიმწოდებლის სტატუსით. აღნიშნული კომპეტენციების განვითარება ერთის მხრივ ხელს შეუწყობს სახელმწიფო შესყიდვების პროცესში შემსყიდველის მხრიდან არსებული რისკების შემცირებას, ხოლო მეორეს მხრივ გაზრდის მეწარმე იურიდიული პირების შესაძლებლობებს განახორციელონ საკუთარი საქონლის, მომსახურების და სამუშაოს შეთავაზება სახელმწიფო დაწესებულებებისათვის. ამ კომპეტენციებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ქვეყანაში კონკურენტუნარიანობის გაზრდისა და პოსტპანდემიური ეკონომიკის გაჯანსაღების პროცესში.
დასაქმების სფერო
041 - ბიზნესი და ადმინისტრირება (ვიწრო სფერო)
გალერეა
ფოტო ან ვიდეო მასალა არ მოიძებნა
რეგისტრაციის პროცესის კონსულტირებაზე პასუხისმგებელი პირის ტელეფონი: 599975772