VET

შპს ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია

საბაჟო დეკლარირება

სფერო:
უსაფრთხოების უზრუნველყოფის მომსახურებები
პროგრამის კოდი:
04-01869
კვალიფიკაციის დონე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის სახე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის ხანგრძლივობა:
8 კვირა
აპლიკანტთა შერჩევის ფორმა:
დაშვების წინაპირობა:
ასაკი -
განათლება -
სხვა -
განხორციელების ადგილი:
ც. დადიანის № 28
მიღება არ არის გამოცხადებული
პარტნიორი ორგანიზაციები
პარტნიორი ორგანიზაციები არ მოიძებნა
პროგრამის აღწერა
პროფესიული მომზადების პროგრამაზე სწავლა შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს, რომელსაც აქვს მინიმუმ საბაზო განათლება და სურვილი აქვს მოკლე დროში შეიძინოს თეორიული ცოდნა / უნარები საბაჟო დეკლარირების პროგრამის ფარგლებში. მომზადების პროგრამის მოცულობა 160 საათია, შეფასებას დაეთმობა 4 საათი. პროგრამა განხორციელდება 8 კვირის განმავლობაში, კვირეული დატვირთვა 20სთ, პროგრამა განხორციელდება A და B გარემოში , რომელიც აღჭურვილია შესაბამისი კომპიუტერული პროგრამებით. პროფესიული მომზადების პროგრამის მსმენელების შეფასება განხორციელდება პრაქტიკული დავალების შესრულებით; შეფასება ითვალისწინებს მხოლოდ ჩათვლის პრინციპებზე დაფუძნებული (კომპეტენციების დადასტურებაზე დაფუძნებული) სისტემის გამოყენებას და უშვებს შემდეგი ორი ტიპის შეფასებას: ა) სწავლის შედეგი დადასტურდა; ბ) სწავლის შედეგი ვერ დადასტურდა პროფესიული მომზადების პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ, კურსდამთავრებული მიიღებს კვალიფიკაციის დამადასტურებელ, სახელმწიფოს მიერ აღიარებულ პროფესიული განათლების დამადასტურებელ სერტიფიკატს, დანართით. კურსდამთავრებული შესაძლოა დასაქმდეს საბროკერო, საკონსულტაციო, სავაჭრო, სამრეწველო, გადამზიდველი და ლოგისტიკურ ორგანიზაციებში, დიპლომატიური დაწესებულებები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საბაჟო საწყობები და ტერმინალები - საბაჟო დეკლარანტად.
პროგრამის მიზანი
საბაჟო დეკლარირების სპეციალისტის მომზადება, რომელსაც შეეძლება: საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრა საქონლის გარიგების ფასის (პირველი მეთოდის) მიხედვით, საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრა იდენტური საქონლის გარიგების ფასის (მეორე მეთოდი) ან მსგავსი საქონლის გარიგების ფასის (მესამე მეთოდის) მიხედვით, საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრა საქონლის ერთეულის ფასის (მე-4 მეთოდი), შედგენილი ღირებულების (მე-5 მეთოდი) ან სარეზერვო მეთოდის (მე-6 მეთოდი) მიხედვით , მონაცემების შეტანა დეკლარირების შესაბამისი სისტემის მოდულში, შევსებული დეკლარაციის დარეგისტრირება, ცვლილებების შეტანა დეკლარირებულ მონაცემებში, ასევე, დარეგისტრირებული დეკლარაციის გაუქმება, გადასახდელებისა და გარანტიის გამოთვლა.
დასაქმების სფერო
103 - უსაფრთხოების უზრუნველყოფის მომსახურებები (ვიწრო სფერო)
გალერეა
ფოტო ან ვიდეო მასალა არ მოიძებნა
ქ.თბილისი, წერონისის 208; ქ.თბილისი, ცოტნე დადიანის #28; ქ.თბილისი, გ.ქუთათელაძის 1, გასასვლელი N10; ქ.საჩხერე, ივანე გომართელის 50ა 52
რეგისტრაციის პროცესის კონსულტირებაზე პასუხისმგებელი პირის ტელეფონი: 593303211