სსიპ - კოლეჯი "აისი"
ქართული და უცხოური კერძების მომზადება
სფერო:
პერსონალური მომსახურებები
პროგრამის კოდი:
04-01395
კვალიფიკაციის დონე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის სახე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის ხანგრძლივობა:
14 კვირა
აპლიკანტთა შერჩევის ფორმა:
დაშვების წინაპირობა:
ასაკი -
განათლება -
სხვა -
განათლება -
სხვა -
განხორციელების ადგილი:
სოფელი კაჭრეთი
მიღება არ არის გამოცხადებული
პარტნიორი ორგანიზაციები
პარტნიორი ორგანიზაციები არ მოიძებნა
პროგრამის აღწერა
ქართული და უცხოური კერძების მომზადება - პროფესიული მომზადების პროგრამაზე სწავლა შეუძლია ყველა დაინტერესებულ მინიმუმ საბაზო განათლების მქონე პირს. პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 14 კვირას, კვირაში - 25 საათი, სულ 350 სთ. პროფესიული მომზადების პროგრამით გათვალისწინებულია როგორც თეორიული ცოდნის შეძენა, ასევე პრაქტიკული უნარების განვითარება. სწავლება განხორციელდება მაღალი კვალიფიკაციის და პრაქტიკული გამოცდილების მქონე სპეციალისტების მიერ. სწავლის შედეგების მიღწევა განხორციელდება კოლეჯის ბაზაზე, სტანდარტის მოთხოვნის შესაბამისად აღჭურვილ A და C გარემოში. პროფესიული მომზადების პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ კურსდამთავრებული მიიღებს კვალიფიკაციის დამადასტურებელ, სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს - დანართით, რომელშიც ფიქსირდება პირის მიერ პროგრამის ფარგლებში მიღწეული ცოდნა და უნარები.
პროგრამის მიზანი
ქართული და უცხოური კერძების მომზადება - პროფესიული მომზადების პროგრამის მიზანია მოამზადოს პირი, რომელიც შეძლებს საქონლის, ხბოს ხორცისა და სუბპროდუქტებისგან კერძების, მათ შორის წვნიანი კერძების მომზადებას, ღორის ხორცისა და სუბპროდუქტებისგან კერძების მომზადებას, ფრინველის ხორცისა და სუბპროდუქტებისგან კერძების, მათ შორის წვნიანი კერძების მომზადებას, ბოსტნეულისა და ბაღჩეულისაგან წვნიანი კერძების მომზადებას, სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოების გავრცელებული (ძირითადი კერძების) წვნიანი კერძების, სალათების, გარნირების მომზადებას, სწრაფი კვების ობიექტების ნაწარმის - ბურგერების, ცხელი სენდვიჩების, ვრაპსებისა და ბურიტოების მომზადებას, გრილის დანადგარების შერჩევას და სხვადასხვა კვების პროდუქტის მომზადებას გრილზე (ფრინველის და საქონლის ხორცი, ზღვის პროდუქტი, ბოსტნეული და ხილი)
დასაქმების სფერო
101 - პერსონალური მომსახურებები (ვიწრო სფერო)
გალერეა
ფოტო ან ვიდეო მასალა არ მოიძებნა
რეგისტრაციის პროცესის კონსულტირებაზე პასუხისმგებელი პირის ტელეფონი: (0353)200493