VET
  1. მთავარი
  2. მომზადება/გადამზადება
  3. თმის ღებვა და ქიმიური დამუშავება

სსიპ - ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი

თმის ღებვა და ქიმიური დამუშავება

სფერო:
პერსონალური მომსახურებები
პროგრამის კოდი:
04-01397
კვალიფიკაციის დონე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის სახე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის ხანგრძლივობა:
10 კვირა
აპლიკანტთა შერჩევის ფორმა:
დაშვების წინაპირობა:
ასაკი -
განათლება -
სხვა -
განხორციელების ადგილი:
სოფელი წინამძღვრიანთკარი
მიღება არ არის გამოცხადებული
პარტნიორი ორგანიზაციები
პარტნიორი ორგანიზაციები არ მოიძებნა
პროგრამის აღწერა
„თმის ღებვა და ქიმიური დამუშავება“ არის მომზადების მოკლევადიანი პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს კადრების მომზადებას თმის შეღებვისა და ქიმიური დამუშავების მიმართულებით, დროის მოკლე მონაკვეთში. პროგრამა შემუშავებულია შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად და უზრუნველჰყოფს აღნიშნული მიმართულებით საჭირო უნარებისა და კომპეტენციების გამომუშავებას მსმენელებში. პროგრამის კურსდამთავრებული აღჭურვილი იქნება ყველა იმ აუცილებელი ცოდნითა და უნარით, რაც საჭიროა თმის შეღებვისა და ქიმიური დამუშავებისთვის საჭირო სამუშაოების განსახორციელებლად. პროგრამა ეყრდნობა „თმის მომსახურების“ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის (10119-პ) მოდულებს: თმის ღებვა 1011911; თმის ქიმიური დამუშავების ტექნოლოგია 1011910. პროგრამა გათვლილია 10 სასწავლო კვირაზე (120 სთ). ყოველკვირეული სასწავლო დატვირთვა შეადგენს 12-15სთ-ს. პროგრამაზე გამოყენებულია შემდეგი სწავლის მეთოდები: ინტერაქტიული ლექცია, დემონსტრირება, პრაქტიკული სავარჯიშო, ინსტრუქტაჟი. შეფასების მეთოდია: პრაქტიკული დავალება დაკვირვებით. მეცადინეობები ჩატარდება ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯში (სოფ. წინამძღვრიანთკარი, წინამძღვრიშვილის N1), რომელიც სრულად არის აღჭურვილი სათანადო მატერიალურ-ტექნიკური ბაზით. პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებული მიიღებს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერთიფიკატს.
პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია მოამზადოს კოლორისტიკით და თმის ქიმიური დამუშავების ტექნოლოგიით დაინტერესებული პირები, შესძინოს მათ საჭირო კომპეტენციები, რათა შეძლონ პროფესიული საქმიანობის წარმატებულად განხორციელება, როგორიცაა: პალიტრის წაკითხვა და საღებავების კლასიფიცირება; თმის შეღებვა; შეღებვა სხვადასხვა საშუალებისა და ხერხების გამოყენებით; თმის გაღიავება; თმის ნაწილობრივი შეღებვა (მელირება ქუდით, ფოლგით, დიაგონალური, ვუალის მეთოდით და სხვა. ) ასევე, თმის ქიმიური დამუშავების ტექნოლოგია, როგორიცაა თმის ქიმიური დამუშავების წინა სამუშაოების განხორციელება; თმის ქიმიური და თერმული დახვევა; თმის ქიმიური გასწორება; პროგრამის ერთ-ერთი მიზანია, ასევე, მსმენელებს შესძინოს ის უნარები, რომლებიც დაეხმარება დასაქმებასა და თვითდასაქმებაში.
დასაქმების სფერო
102 - ჰიგიენა და პროფესიული ჯანმრთელობის მომსახურებები (ვიწრო სფერო)
გალერეა
ფოტო ან ვიდეო მასალა არ მოიძებნა
სოფელი წინამძღვრიანთკარი, ილია წინამძღვრიშვილის ქუჩა N 2ა
რეგისტრაციის პროცესის კონსულტირებაზე პასუხისმგებელი პირის ტელეფონი: 577215090