სსიპ - კოლეჯი „სპექტრი“
დურგალი (ავეჯის დამამზადებელი)
სფერო:
ხელოვნება
პროგრამის კოდი:
04-01494
კვალიფიკაციის დონე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის სახე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის ხანგრძლივობა:
10 კვირა
აპლიკანტთა შერჩევის ფორმა:
დაშვების წინაპირობა:
ასაკი -
განათლება -
სხვა -
განათლება -
სხვა -
განხორციელების ადგილი:
ბესარიონ ჭიჭინაძის №10
მიღება არ არის გამოცხადებული
პარტნიორი ორგანიზაციები
პარტნიორი ორგანიზაცია
ორგანიზაციის ზომა
ეკონომიკური სექტორი
„ი.მ. აკაკი გურგენიძე“
მცირე (<=20)
მრეწველობა
პროგრამის აღწერა
დურგლის პროფესიული მომზადების პროგრამის კურსდამთავრებულის დასაქმების სფეროა როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორი, რომელთა საქმიანობა დაკავშირებული იქნება ხისა და მერქნული მასალების დამუშავებასა და ავეჯის დამზადებასთან, როგორიცაა მაგალითად ავეჯის დამამზადებელ საწარმო, ხის დამამუშავებელ საწარმო. შესაძლებელია პირის თვითდასაქმებაც. პროგრამის ხანგრძლივობაა 10 კვირა, 224 საათი. პროგრამის დასრულების შემდეგ პირს შეუძლია: სამუშაოს ორგანიზება შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების ნორმებისა და წესების დაცვით; ესკიზებისა და მუშა ნახაზის შექმნა; მერქნისა და მერქნული მასალების დასამუშავებლად საჭირო იარაღ-სამარჯვების, ხელსაწყოების და ჩარხ-დანადგარების შერჩევა-გამოყენება; ხისა და მერქნული მასალების დამუშავება და ავეჯის ნაკეთობის დამზადება. სასწავლო პროცესი მოიცავს პრაქტიკულ სამუშაოს სახელოსნოში. მსმენელთა შეფასება მოხდება პრაქტიკულად შესრულებული დავალების საფუძველზე. პროფესიული მომზადების პროგრამის სრულად ათვისების შემდეგ მსმენელი მიიღებს სახელმწიფო სერთიფიკატს.
პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია ხის დამუშავებისა და ავეჯის კონსტრუირების კვალიფიციური სპეციალისტების მომზადება, რომლებიც შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების ნორმებისა და წესების დაცვით შეძლებენ მერქნისა და მერქნული მასალების დასამუშავებლად საჭირო იარაღ-სამარჯვების, ხელსაწყოების და ჩარხ-დანადგარების გამოყენებით ხისა და მერქნული მასალის/ლამინატის მექანიკურ დამუშავებას, ნაკეთობის აწყობა/მოპირკეთებას და საოფისე თუ საყოფაცხოვრებო ავეჯის დამზადებას.
დასაქმების სფერო
02 - ხელოვნება და ჰუმანიტარული მეცნიერებები (ფართო სფერო)
გალერეა
ფოტო ან ვიდეო მასალა არ მოიძებნა
რეგისტრაციის პროცესის კონსულტირებაზე პასუხისმგებელი პირის ტელეფონი: 557989229