VET

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში : ძველი ვერსიის სანახავად, გადადით ბმულზე

შპს მატა აკადემია

ფიტნეს ინსტრუქტორი

სფერო:
პერსონალური მომსახურებები
პროგრამის კოდი:
04-01843
კვალიფიკაციის დონე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის სახე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის ხანგრძლივობა:
11 კვირა
აპლიკანტთა შერჩევის ფორმა:
დაშვების წინაპირობა:
ასაკი -
განათლება -
სხვა -
განხორციელების ადგილი:
ქ. თბილისი, ჭაჭავაძის 37
მიღება არ არის გამოცხადებული
პარტნიორი ორგანიზაციები
პარტნიორი ორგანიზაციები არ მოიძებნა
პროგრამის აღწერა
პროგრამა განკუთვნილია იმ პირებისთვის, რომლებსაც აქვთ სრული ზოგადი განათლება, აქვთ ფიზიკური მომზადების საბაზისო დონე და ხელს უწყობთ ჯანმრთელობის მდგომარეობა, აქვთ სურვილი პროფესიული საქმიანობა გააგრძელონ ფიტნესის მიმართულებით. პროგრამა განხორციელდება ფიტნეს კლუბში, სადაც დარგის სპეციალისტებისგან მიიღებენ თანამედროვე ცოდნასა და განივითარებენ პრაქტიკულ უნარებს. ფიტნესის მიზანი არა სპორტული შედეგების მიღწევაა, არამედ ცხოვრების ჯანმრთელი წესის დანერგვა. ყველა ფიტნეს აქტივობის და პროგრამის პრინციპია უსაფრთხოება და ჯანმრთელობის მაქსიმალურად გაუმჯობესება. ფიტნესი სხვადასხვა ტიპის ფიზიკურ აქტივობას მოიცავს: სატრენაჟორო დარბაზში ვარჯიში, ცურვა, სირბილი და ა.შ. სამედიცინო თვალსაზრისით ფიტნესი ეხმარება გულს, სისხლძარღვებს, ფილტვებს, კუნთებს მაქსიმალურად ეფექტურ მუშაობაში, ახანგრძლივებს ახალგაზრდობას, ებრძვის ცელულიტს, აძლიერებს დიეტის ეფექტს. ფიტნესი ზრდის კუნთის ამტანობას და ძალას, მოქნილობას, არეგულირებს სხეულის შემადგენლობას – სწორ თანაფარდობას მასას (კუნთები, ძვლები, ნერვული ქსოვილები, შინაგანი ორგანოები) და ცხიმს შორის. ფიტნესი – ადამიანს უმუშავებს სამყაროს მიმართ პოზიტიურ დამოკიდებულებას და ცვლის მისი ცხოვრების წესს, მოითხოვს არა მარტო მოძრობას და ფიზიკურ აქტივობას, არამედ კვების რაციონის, დღის რეჟიმის და მთლიანად ხასიათის და განწყობის ცვლილებას. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ კურსდამთავრებული მიიღებს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს დანართთან ერთად, რომელშიც ფიქსირდება პირის მიერ პროგრამის ფარგლებში მიღწეული ცოდნა და უნარები.
პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით მსმენელთათვის ისეთი თეორიული ცოდნის მიწოდება და პრაქტიკული უნარების განვითარება, რომელთა გამოყენებითაც შეძლებენ მუშაობას სატრენაჟორო დარბაზის ფიტნეს ინსტრუქტორად. პროგრამის ფარგლებში მსმენელები მიიღებენ ცოდნას ანატომია-ფიზიოლოგიის, ტრავმების პრევენციის, სავარჯიშო პროგრამის შედგენის, ნუტრიციოლოგიის საკითხებში
დასაქმების სფერო
101 - პერსონალური მომსახურებები (ვიწრო სფერო)
გალერეა
ფოტო ან ვიდეო მასალა არ მოიძებნა
ქ. თბილისი, იოანე პეტრიწის 13
რეგისტრაციის პროცესის კონსულტირებაზე პასუხისმგებელი პირის ტელეფონი: 595700258