VET
  1. მთავარი
  2. მომზადება/გადამზადება
  3. სასტუმროს შენობის მოვლა-პატრონობის ტექნიკოსი

შპს ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია

სასტუმროს შენობის მოვლა-პატრონობის ტექნიკოსი

სფერო:
პერსონალური მომსახურებები
პროგრამის კოდი:
04-01563
კვალიფიკაციის დონე:
პროფესიული გადამზადება
პროგრამის სახე:
პროფესიული გადამზადება
პროგრამის ხანგრძლივობა:
13 კვირა
აპლიკანტთა შერჩევის ფორმა:
დაშვების წინაპირობა:
ასაკი -
განათლება -
სხვა -
განხორციელების ადგილი:
ივ.გომართელის 50ა,52
მიღება არ არის გამოცხადებული
პარტნიორი ორგანიზაციები
პარტნიორი ორგანიზაცია
ორგანიზაციის ზომა
ეკონომიკური სექტორი
შპს ბერნი-2018
საშუალო (20-100)
დანარჩენი დარგები
პროგრამის აღწერა
პროფესიული გადამზადების პროგრამაზე „ სასტუმროს შენობის მოვლა-პატრონობის ტექნიკოსი“ სწავლა შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს, რომელსაც აქვს პროფესიული ან/და უმაღლესი განათლება საინჟინრო მიმართულებით ან/და ელექტრიკოსის/სანტექნიკოსის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება. პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 13 კვირას, კვირაში 20 საათი, სულ პროგრამის მოცულობა 260 საათია. პროგრამით გათვალისწინებულია როგორც თეორიული ცოდნის შეძენა, ასევე პრაქტიკული უნარების განვითარება. სწავლება განხორციელდება მაღალი კვალიფიკაციის და პრაქტიკული გამოცდილების მქონე სპეციალისტების მიერ. სწავლის შედეგების მიღწევა განხორციელდება კოლეჯის ბაზაზე თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ A გარემოში, პრაქტიკული კომპონენტის სწავლის შედეგების მისაღწევად გამოყენებულ იქნება დაწესებულების ბაზაზე არსებული შესაბამისი სივრცეები, მათ შორის მატერიალურ-ტექნიკური რესურსები, მოწყობილობები და აღჭურვილობა-დანადგარები (C გარემო) და პარტნიორი ორგანიზაციაში „შპს ბერნი 2018“ არსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზა; მსმენელების შეფასებისთვის გამოყენებული იქნება განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება. განმსაზღვრელი შეფასებაზე (გამოცდა) შეფასდება მსმენელების თეორიული ცოდნა (გამოკითხვა) და პრაქტიკული უნარები (პრაქტიკული დავალება დაკვირვებით). პროგრამის დასრულების შემდეგ მსმენელებს გადაეცემათ სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატი დანართით; კურსდამთავრებულები დასაქმებას შეძლებენ სასტუმროში, რესტორანში და სხვადასხვა ობიექტებში შენობის მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელ პოზიციაზე.
პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით გადაამზადოს პირი, რომელიც შეძლებს სასტუმროს ეფექტურ მოვლას მწვანე ტექნოლოგიებისა და ენერგოეფექტური მიდგომების გათვალისწინებით, სასტუმროს გარემოში სახანძრო უსაფრთხოების პროტოკოლებისა და პროცედურების დაცვას და პრევენციული ღონისძიებების გატარებას, სასტუმროს სისტემების გამართულ მუშაობას, როგორიცაა წყალმომარაგება/წყალარინების სისტემები, ელექტრომომარაგების სისტემა, გაზმომარაგების სისტემა, გათბობა-გაგრილებისა და ვენტილაციის სისტემები, შენობის მართვის ელექტრონული სისტემები (BMS , RMS, Opera PMS), სამზარეულო და სამაცივრე დანადგარები, სპა/აუზი და მთავარი საწვავის ავზი, ლიფტიდან ადამიანის ევაკუაცია და მანქანა-დანადგარის გადატვირთვა. პროგრამის მიზანია კურსდამთავრებულს განუვითაროს პროფილაქტიკური ტექნიკური ღონისძიებების და ტექნიკური საკითხების ეფექტურად გადაჭრის უნარები, ხოლო პროფესიული მოვალეობის შესრულებისას იხელმძღვანელოს ეთიკური ნორმებით, დაიცვას კონფიდენციალურობა და გაითვალისწინოს ქართული სტუმარ-მასპინძლობის ელემენტები ეფექტურ კომუნიკაციასა და მომსახურების გაწევის პროცესში.
დასაქმების სფერო
101 - პერსონალური მომსახურებები (ვიწრო სფერო)
გალერეა
ფოტო ან ვიდეო მასალა არ მოიძებნა
ქ.თბილისი, წერონისის 208; ქ.თბილისი, ცოტნე დადიანის #28; ქ.თბილისი, გ.ქუთათელაძის 1, გასასვლელი N10; ქ.საჩხერე, ივანე გომართელის 50ა 52
რეგისტრაციის პროცესის კონსულტირებაზე პასუხისმგებელი პირის ტელეფონი: 593303211