VET
  1. მთავარი
  2. მომზადება/გადამზადება
  3. ქართული და ევროპული საკონდიტრო ნაწარმის მომზადება

შპს ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია

ქართული და ევროპული საკონდიტრო ნაწარმის მომზადება

სფერო:
პერსონალური მომსახურებები
პროგრამის კოდი:
04-01564
კვალიფიკაციის დონე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის სახე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის ხანგრძლივობა:
13 კვირა
აპლიკანტთა შერჩევის ფორმა:
დაშვების წინაპირობა:
ასაკი -
განათლება -
სხვა -
განხორციელების ადგილი:
ივ.გომართელის 50ა,52
მიღება არ არის გამოცხადებული
პარტნიორი ორგანიზაციები
პარტნიორი ორგანიზაციები არ მოიძებნა
პროგრამის აღწერა
პროფესიული მომზადების პროგრამაზე „ქართული და ევროპული საკონდიტრო ნაწარმის მომზადება“ სწავლა შეუძლია ყველა დაინტერესებულ მინიმუმ საბაზო განათლების მქონე პირს. პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 13 კვირას, კვირაში - 20 საათი, სულ 260 სთ. პროფესიული მომზადების პროგრამით გათვალისწინებულია როგორც თეორიული ცოდნის შეძენა, ასევე პრაქტიკული უნარების განვითარება. სწავლება განხორციელდება მაღალი კვალიფიკაციის და პრაქტიკული გამოცდილების მქონე სპეციალისტების მიერ. სწავლის შედეგების მიღწევა განხორციელდება კოლეჯის ბაზაზე თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ A, B და C გარემოში. პროფესიული მომზადების პროგრამის მსმენელების შეფასებისთვის გამოყენებული იქნება განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება. განმსაზღვრელი შეფასება (გამოცდა) ჩატარდება პროგრამის ბოლოს, რომლის დროსაც შეფასდება მსმენელების თეორიული ცოდნა (გამოკითხვა) და პრაქტიკული უნარები (პრაქტიკული დავალება, პრაქტიკული დავალება დაკვირვებით). პროგრამის დასრულების შემდეგ მსმენელებს გადაეცემათ სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატი დანართით; კურსდამთავრებულების დასაქმებას შეძლებენ სასტუმროში, რესტორანში და სხვადასხვა ტიპის საკონდიტრო ობიექტებში კონდიტერის პოზიციაზე.
პროგრამის მიზანი
პროგრამა მიზნად ისახავს მოამზადოს კვალიფიციური პირი, რომელსაც შეუძლია კონდიტერის პროფესიის და კონდიტერიის როგორც კულინარიის მიმართულების დახასიათება ადგილობრივ და საერთაშორისო ჭრილში. ამასთან, ფლობს საკონდიტრო ცომეულის დამუშავება-გამოცხობისა და ნახევარფაბრიკატების მომზადების ტექნოლოგიებს, საქმიანობისას ეყრდნობა სურსათის უვნებლობის ეროვნულ და საერთაშორისო (HACCP) სტანდარტებს; შეუძლია საკონდიტრო კრემების, ტორტების, ნამცხვრების, მუსების, განაშისა და სუფლეების, ასევე დიაბეტური ნაწარმის მომზადება; აქვს ტექნიკური უნარები შოკოლადის, მარციპანის და კარამელის ნაკეთობების მოსამზადებლად; შეუძლია საკონდიტრო ნაწარმის ესკიზებისა და ნახაზების შედგენა და ნამცხვრისა და ტორტების გაფორმება; მზა პროდუქტის თვითღირებულების გამოსათვლელად შესაბამისი კალკულაციების წარმოება; კოლეგებთან და სტუმრებთან ეფექტური კომუნიკაციის ტექნიკების გამოყენება, პროფესიული ეთიკის ნორმების და პროფესიისადმი წაყენებული სხვა მოთხოვნების დაცვა ქართული სტუმარ-მასპინძლობის ელემენეტების გამოყენებით.
დასაქმების სფერო
101 - პერსონალური მომსახურებები (ვიწრო სფერო)
გალერეა
ფოტო ან ვიდეო მასალა არ მოიძებნა
ქ.თბილისი, წერონისის 208; ქ.თბილისი, ცოტნე დადიანის #28; ქ.თბილისი, გ.ქუთათელაძის 1, გასასვლელი N10; ქ.საჩხერე, ივანე გომართელის 50ა 52
რეგისტრაციის პროცესის კონსულტირებაზე პასუხისმგებელი პირის ტელეფონი: 593303211