VET
  1. მთავარი
  2. მომზადება/გადამზადება
  3. მცირე და საშუალო ზომის სასტუმროების მართვა

შპს ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია

მცირე და საშუალო ზომის სასტუმროების მართვა

სფერო:
პერსონალური მომსახურებები
პროგრამის კოდი:
04-01556
კვალიფიკაციის დონე:
პროფესიული გადამზადება
პროგრამის სახე:
პროფესიული გადამზადება
პროგრამის ხანგრძლივობა:
8 კვირა
აპლიკანტთა შერჩევის ფორმა:
დაშვების წინაპირობა:
ასაკი -
განათლება -
სხვა -
განხორციელების ადგილი:
ივ.გომართელის 50ა,52
მიღება არ არის გამოცხადებული
პარტნიორი ორგანიზაციები
პარტნიორი ორგანიზაციები არ მოიძებნა
პროგრამის აღწერა
პროფესიული გადამზადების პროგრამაზე „მცირე და საშუალო ზომის სასტუმროების მართვა“ სწავლა შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს, რომელსაც აქვს სასტუმროში ლიდერულ პოზიციაზე (კოორდინატორი ან/და ცვლის უფროსი ან/და ზედამხედველი ან/და მენეჯერი) მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 8 კვირას, კვირაში - 20 საათი, სულ 160 სთ. პროფესიული გადამზადების პროგრამით გათვალისწინებულია როგორც თეორიული ცოდნის შეძენა, ასევე პრაქტიკული უნარების განვითარება. სწავლება განხორციელდება მაღალი კვალიფიკაციის და პრაქტიკული გამოცდილების მქონე სპეციალისტების მიერ. სწავლის შედეგების მიღწევა განხორციელდება კოლეჯის ბაზაზე თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ A, B , C გარემოებსა და სივრცეებში. პროფესიული გადამზადების პროგრამის მსმენელების შეფასებისთვის გამოყენებული იქნება განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება. განმსაზღვრელი შეფასება (გამოცდა) ჩატარდება პროგრამის ბოლოს, რომლის დროსაც შეფასდება მსმენელების თეორიული ცოდნა (გამოკითხვა) და პრაქტიკული უნარები (პრაქტიკული დავალება, პრაქტიკული დავალება დაკვირვებით). პროგრამის დასრულების შემდეგ მსმენელებს გადაეცემათ სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატი დანართით; კურსდამთავრებულები დასაქმებას შეძლებენ მცირე და საშუალო ზომის სასტუმროში ლიდერულ პოზიციაზე, მათ შორის მმართველად;
პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით გადაამზადოს პირი, რომელიც შეძლებსქართული და საერთაშორისო მასპინძლობის ინდუსტრიისა და მასში შემავალი ობიექტების მიმოხილვას, ქართული სტუმარ-მასპინძლობის ელემენტების გამოყენებას სასტუმროს მართვაში, მცირე და საშუალო ზომის სასტუმროს ბიუჯეტის, ხარჯებისა და შემოსავლების შედგენას და მართვას. მცირე და საშუალო ზომის სასტუმროებისთვის დამახასიათებელი მარკეტინგული მიდგომების გამოყენებას გაყიდვების სტიმულირებისა და შემოსავლების გაზრდისთვის, სასტუმროს თანამშრომლებთან ეფექტური კომუნიკაციის და ჯანსაღი ინტერპერსონალური ურთიერთობების ჩამოყალიბებას, მათ წახალისებას და პროფესიული განვითარების მხარდაჭერას, საგანგებო და ტიპურ საეჭვო სიტუაციების მართვის საუკეთესო პრაქტიკის და პროცედურების გამოყენებას, სასტუმროს საოპერაციო პროცესების ეფექტურად წარმართვას და სასტუმრო მომსახურებაში ხარვეზების აღმოფხვრა და გამოსწორებას გრძელვადიან პერსპექტივაში;
დასაქმების სფერო
101 - პერსონალური მომსახურებები (ვიწრო სფერო)
გალერეა
ფოტო ან ვიდეო მასალა არ მოიძებნა
ქ.თბილისი, წერონისის 208; ქ.თბილისი, ცოტნე დადიანის #28; ქ.თბილისი, გ.ქუთათელაძის 1, გასასვლელი N10; ქ.საჩხერე, ივანე გომართელის 50ა 52
რეგისტრაციის პროცესის კონსულტირებაზე პასუხისმგებელი პირის ტელეფონი: 593303211