შპს ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია
სასტუმროს მასპინძელი (მიღება-განთავსება)
სფერო:
პერსონალური მომსახურებები
პროგრამის კოდი:
04-01560
კვალიფიკაციის დონე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის სახე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის ხანგრძლივობა:
13 კვირა
აპლიკანტთა შერჩევის ფორმა:
დაშვების წინაპირობა:
ასაკი -
განათლება -
სხვა -
განათლება -
სხვა -
განხორციელების ადგილი:
ივ.გომართელის 50ა,52
მიღება არ არის გამოცხადებული
პარტნიორი ორგანიზაციები
პარტნიორი ორგანიზაციები არ მოიძებნა
პროგრამის აღწერა
პროფესიული მომზადების პროგრამაზე „სასტუმროს მასპინძელი (მიღება-განთავსება)“ სწავლა შეუძლია ყველა დაინტერესებულ სრული ზოგადი განათლების მქონე პირს, რომელიც ფლობს ინგლისურ ენას B1 დონეზე. პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 13 კვირას, კვირაში - 20 საათი, სულ 260 სთ.
პროფესიული მომზადების პროგრამით გათვალისწინებულია როგორც თეორიული ცოდნის შეძენა, ასევე პრაქტიკული უნარების განვითარება. სწავლება განხორციელდება მაღალი კვალიფიკაციის და პრაქტიკული გამოცდილების მქონე სპეციალისტების მიერ. სწავლის შედეგების მიღწევა განხორციელდება კოლეჯის ბაზაზე თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ A , B და C გარემოში.
პროფესიული მომზადების პროგრამის მსმენელების შეფასებისთვის გამოყენებული იქნება განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება. განმსაზღვრელი შეფასება (გამოცდა) ჩატარდება პროგრამის ბოლოს, რომლის დროსაც შეფასდება მსმენელების თეორიული ცოდნა (გამოკითხვა) და პრაქტიკული უნარები (პრაქტიკული დავალება, პრაქტიკული დავალება დაკვირვებით).
პროგრამის დასრულების შემდეგ მსმენელებს გადაეცემათ სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატი დანართით;
კურსდამთავრებულები დასაქმებას შეძლებენ სხვადასხვა ტიპის სასტუმროში მიმღები განყოფილების ან/და ჯავშნების თანამშრომლის პოზიციაზე.
პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად მოამზადოს კომპეტენტური პირი, რომელიც შეძლებს სტუმარზე პირველი პოზიტიური შთაბეჭდილების მოხდენას და მისი გამოცდილების მუდმივ გაუმჯობესებაზე ზრუნვას ქართული სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციებისა და ელემენტების გამოყენებით, ქართული და საერთაშორისო მასპინძლობის ინდუსტრიის მიმოხილვას მასში შემავალი ობიექტებით, სტუმრებთან და კოლეგებთან ეფექტურ კომუნიკაციას პროფესიონალიზმის, კონფიდენციალურობისა და ეთიკური ნორების დაცვით, სასტუმროს მართვის სისტემის(Opera PMS) შესაბამისი მოდულების გამოყენებას, სტუმრის მიღება-განთავსების, ჯავშნების მართვას, ღამის აუდიტის და ცვლის მოვალეობების შესრულებას, საგანგებო და ტიპურ საეჭვო სიტუაციებზე უსაფრთხოების დადგენილი წესებით რეაგირებას.
დასაქმების სფერო
101 - პერსონალური მომსახურებები (ვიწრო სფერო)
გალერეა
ფოტო ან ვიდეო მასალა არ მოიძებნა
ქ.თბილისი, წერონისის 208; ქ.თბილისი, ცოტნე დადიანის #28; ქ.თბილისი, გ.ქუთათელაძის 1, გასასვლელი N10; ქ.საჩხერე, ივანე გომართელის 50ა 52
რეგისტრაციის პროცესის კონსულტირებაზე პასუხისმგებელი პირის ტელეფონი: 593303211