VET

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში : ძველი ვერსიის სანახავად, გადადით ბმულზე

  1. მთავარი
  2. მომზადება/გადამზადება
  3. კომპიუტერის პროგრამული უზრუნველყოფა და უსაფრთხოება

სსიპ - ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი

კომპიუტერის პროგრამული უზრუნველყოფა და უსაფრთხოება

სფერო:
ინფორმაციის და კომუნიკაციის ტექნოლოგიები
პროგრამის კოდი:
04-01165
კვალიფიკაციის დონე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის სახე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის ხანგრძლივობა:
12 კვირა
აპლიკანტთა შერჩევის ფორმა:
გასაუბრება
დაშვების წინაპირობა:
ასაკი -
განათლება - სრული საშუალო
სხვა -
განხორციელების ადგილი:
სოფელი წინამძღვრიანთკარი
მიღება არ არის გამოცხადებული
პარტნიორი ორგანიზაციები
პარტნიორი ორგანიზაციები არ მოიძებნა
პროგრამის აღწერა
„კომპიუტერის პროგრამული უსაფრთხოება და უზრუნველყოფა“ არის მომზადების მოკლევადიანი პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს კადრების მომზადებას კომპიუტერის უსაფრთხოებისა და პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით, დროის მოკლე მონაკვეთში. პროგრამა შემუშავებულია შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად და უზრუნველჰყოფს აღნიშნული მიმართულებით საჭირო უნარებისა და კომპეტენციების გამომუშავებას მსმენელებში. პროგრამის კურსდამთავრებული აღჭურვილი იქნება ყველა იმ აუცილებელი ცოდნითა და უნარით, რაც საჭიროა კომპიუტერის პროგრამული უსაფრთხოებისა და უზრუნველყოფის სამუშაოების განსახორციელებლად. პროგრამა ეყრდნობა „ინფორმაციის ტექნოლოგიების“ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის (06112-პ) მოდულებს: კომპიუტერის პროგრამული უზრუნველყოფა (0611202); კომპიუტერის და პერიფერიული მოწყობილობების უსაფრთხოება და პრობლემების აღმოფხვრა (0611206). პროგრამა გათვლილია 12 სასწავლო კვირაზე (170 სთ). ყოველკვირეული სასწავლო დატვირთვა შეადგენს 10-15 სთ-ს. პროგრამაზე გამოყენებულია შემდეგი სწავლის მეთოდები: ინტერაქტიული ლექცია, პრაქტიკული სავარჯიშო, პრაქტიკული მეცადინეობა. შეფასების მეთოდებია: წერილობითი გამოკითხვა და პრაქტიკული დავალება დაკვირვებით. მეცადინეობები ჩატარდება ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯში (სოფ. წინამძღვრიანთკარი, წინამძღვრიშვილის N1), რომელიც სრულად არის აღჭურვილი სათანადო მატერიალურ-ტექნიკური ბაზით.
პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია მოამზადოს პირები კომპიუტერის პროგრამული უსაფრთხოებისა და უზრუნველყოფის მიმართულებით, კვალიფიციურ სპეციალისტებად. განუვითაროს მათ საჭირო თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, ასევე სათანადო კომპეტენციები, რათა შეძლონ პროფესიული საქმიანობის წარმატებულად განხორციელება, როგორიცაა: ოპერაციული სისტემების ინსტალაცია; გამოყენებითი პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია და კონფიგურაცია; ოპერაციული სისტემების გამართვა; ოპერაციული სისტემების უსაფრთხოების უზრუნველყოფა; კომპიუტერის პროგრამული პრობლემის იდენტიფიცირება და გაუმართაობის აღმოფხვრა. პროგრამის ერთ-ერთი მიზანია, ასევე, მსმენელებს გაუუმჯობესოს ის კომპეტენციები, რომლებიც დაეხმარება დასაქმებასა და თვითდასაქმებაში.
დასაქმების სფერო
061 - ინფორმაციის და კომუნიკაციის ტექნოლოგიები (ვიწრო სფერო)
გალერეა
ფოტო ან ვიდეო მასალა არ მოიძებნა
სოფელი წინამძღვრიანთკარი, ილია წინამძღვრიშვილის ქუჩა N 2ა
რეგისტრაციის პროცესის კონსულტირებაზე პასუხისმგებელი პირის ტელეფონი: 577215090