ა(ა)იპ - ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი
კინო განათების ტექნიკოსი
სფერო:
ხელოვნება
პროგრამის კოდი:
04-01576
კვალიფიკაციის დონე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის სახე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის ხანგრძლივობა:
26 კვირა
აპლიკანტთა შერჩევის ფორმა:
დაშვების წინაპირობა:
ასაკი -
განათლება -
სხვა -
განათლება -
სხვა -
განხორციელების ადგილი:
ლუბლიანას ქ. 15
მიღება არ არის გამოცხადებული
პარტნიორი ორგანიზაციები
პარტნიორი ორგანიზაციები არ მოიძებნა
პროგრამის აღწერა
განათების ტექნიკოსი პასუხისმგებელია სწორ და ხარისხიან განათებაზე გადაღებების დროს. რეჟისორთან, ოპერატორსა და მხატვართან ერთად განიხილავს შესასრულებელი სამუშაოს მხატვრულ კონცეფციას. მასალის კონცეფციის შესაბამისად, არჩევს სათანადო განათების აპარატურას, ტექნიკას, აქსესუარებს, კაბელებს, ელექტროგენერატორს. გადაღების მსვლელობის დროს მართავს განათების სისტემას და პასუხისმგებელია განათების სისტემის უნაკლო მუშაობასა და დასახული მიზნის სრულყოფილად შესრულებაზე. პასუხისმგებელია ტექნიკის გამოყენების წესების დაცვაზე.
პროგრამის ხანგრძლივობაა 26 კვირა, კვირაში 8 სთ დატვირთვით, სწავლის შედეგების შეფასება ხდება განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებით. განმავითარებელი შეფასება დაგეგმილია ყოველ კვირას, ხოლო სწავლის შედეგების განმსაზღვრელი შეფასება დაგეგმილია 26-ე კვირას-გამოკითვა და პრაქტიკული დავალება დაკვირვებით. სწავლება განხორციელდება კინოსკოლაში და პარტნიორ ორგანიზაციაში. მსმენელები მიიღებენ თეორიულ ცოდნას და გამოიმუშავებენ პრაქტიკულ უნარებს.
პროფესიული მომზადების პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ კურსდამთავრებული მიიღებს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს დანართთან ერთად, რომელშიც ფიქსირდება პირის მიერ პროგრამის ფარგლებში მიღწეული ცოდნა და უნარები. გარდა ამისა, კურსდამთავრებული დამატებით მიიღებს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების აიოვას შტატში მდებარე მაჰარიშის საერთაშორისო უნივერსიტეტის კინოხელოვნების სკოლის სერტიფიკატს.
პროგრამის მიზანი
პროფესიული მომზადების პროგრამის მიზანია ისეთი პირის მომზადება, რომელიც კინოს ოპერატორთან ერთად კოორდინირებას უწევს განათების აპარატურის მონტაჟს როგორც კინოს გადასაღებ პავილიონში, ისე გარე ლოკაციაზე. აპარატურის მონტაჟის შემდეგ, შემოქმედებით ჯგუფთან ერთად მოახდენს განათების წყაროების შუქის ფერისა და ინტენსივობის ცვლილებას, ასევე პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით მართვის განათებას.
დასაქმების სფერო
0211 - აუდიო-ვიზუალური მეთოდები და მედია პროდუქცია/წარმოება (დეტალური სფერო)
გალერეა
ფოტო ან ვიდეო მასალა არ მოიძებნა
რეგისტრაციის პროცესის კონსულტირებაზე პასუხისმგებელი პირის ტელეფონი: 551109515