VET
  1. მთავარი
  2. მომზადება/გადამზადება
  3. კინოწარმოების სპეციალისტი

ა(ა)იპ - ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი

კინოწარმოების სპეციალისტი

სფერო:
ხელოვნება
პროგრამის კოდი:
04-01579
კვალიფიკაციის დონე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის სახე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის ხანგრძლივობა:
26 კვირა
აპლიკანტთა შერჩევის ფორმა:
დაშვების წინაპირობა:
ასაკი -
განათლება -
სხვა -
განხორციელების ადგილი:
ლუბლიანას ქ. 15
მიღება არ არის გამოცხადებული
პარტნიორი ორგანიზაციები
პარტნიორი ორგანიზაციები არ მოიძებნა
პროგრამის აღწერა
პროგრამა მოიცავს კინოწარმოების ყველა ძირითად ასპექტს, დაწყებული ზოგადი თეორიული ცოდნით, როგორიცაა კინოწარმოების ეტაპები და ციკლი, შემოქმედებითი ჯგუფის სტრუქტურა და მუშაობის პრინციპები, და დამთავრებული უფრო სპეციფიკური უნარებით, როგორიცაა კინოტექნიკის სახეობებისა და მათი ფუნქციების ცოდნა, გუნდური მუშაობის უნარები, უსაფრთხოების ნორმების დაცვა და ეთიკური პრინციპების დაცვა. პროგრამა ასევე მოიცავს პრაქტიკულ კომპონენტს, რომელიც მსმენელებს საშუალებას მისცემს გამოიყენონ მიღებული ცოდნა კონკრეტული კინოპროექტების შედგენასა და განხორციელებაში. პროგრამა 26 კვირის მანძილზე გრძელდება, კვირაში 8 სთ დატვირთვით, განმავითარებელი შეფასება დაგეგმილია ყოველ კვირას, ხოლო მე-6 და 26 კვირას დაგეგმილია განმსაზღვრელი შეფასება - 12 სთ შეფასდება როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული კომპონენტი, შეფასება განხორციელდება კინოსკოლაში. პროფესიული მომზადების პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ კურსდამთავრებული მიიღებს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს დანართთან ერთად, რომელშიც ფიქსირდება პირის მიერ პროგრამის ფარგლებში მიღწეული ცოდნა და უნარები. გარდა ამისა, კურსდამთავრებული დამატებით მიიღებს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების აიოვას შტატში მდებარე მაჰარიშის საერთაშორისო უნივერსიტეტის კინოხელოვნების სკოლის სერტიფიკატს.
პროგრამის მიზანი
კინოწარმოების სპეციალისტის პროფესიული მომზადების პროგრამის მიზანია მსმენელებს გააცნოს კინოწარმოების ყველა ეტაპი, თეორიული ცოდნის პრაქტიკულ გამოცდილებასთან შერწყმით. პროგრამა უზრუნველყოფს კინოწარმოების პროცესის სრულყოფილ გააზრებას, ტექნიკური ასპექტების დაუფლებას, შემოქმედებით ჯგუფთან ეფექტური კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარის განვითარებას და ეთიკური პრინციპების დაცვას. საბოლოო ჯამში, პროგრამის მიზანია მოამზადოს კვალიფიციური კინოსპეციალისტები, რომლებსაც შეუძლიათ დამოუკიდებლად შეადგინონ და განახორციელონ კინოპროექტები. პროგრამა ისახავს მიზნად მსმენელებს მისცეს ინდუსტრიის სტანდარტების შესაბამისი ცოდნა და უნარები, რაც მათ საშუალებას მისცემს წარმატებით დაიწყონ კარიერა კინოინდუსტრიაში, იქნება ეს ფილმის გადაღების მოედანზე, პროდიუსერულ კომპანიაში თუ სხვა მომიჯნავე სფეროში.
დასაქმების სფერო
0211 - აუდიო-ვიზუალური მეთოდები და მედია პროდუქცია/წარმოება (დეტალური სფერო)
გალერეა
ფოტო ან ვიდეო მასალა არ მოიძებნა
ნოდარ ბოხუას ქუჩა, N11
რეგისტრაციის პროცესის კონსულტირებაზე პასუხისმგებელი პირის ტელეფონი: 551109515