VET
  1. მთავარი
  2. მომზადება/გადამზადება
  3. საავტომობილო გადაზიდვების ციფრული ლოგისტიკა

შპს საქართველოს ბიზნესის აკადემია - SBA

საავტომობილო გადაზიდვების ციფრული ლოგისტიკა

სფერო:
ბიზნესი და ადმინისტრირება
პროგრამის კოდი:
04-01696
კვალიფიკაციის დონე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის სახე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის ხანგრძლივობა:
10 კვირა
აპლიკანტთა შერჩევის ფორმა:
დაშვების წინაპირობა:
ასაკი -
განათლება -
სხვა -
განხორციელების ადგილი:
რუსთავის გზატკეცილი 18/22
მიღება არ არის გამოცხადებული
პარტნიორი ორგანიზაციები
პარტნიორი ორგანიზაცია
ორგანიზაციის ზომა
ეკონომიკური სექტორი
შპს"გაკო ტერმინალი" ("საწყობის ლოგისტიკისათვის")
საშუალო (20-100)
დანარჩენი დარგები
პროგრამის აღწერა
პროგრამა განკუთვნილია იმ პირებისათვის, რომლებიც, სულ მცირე, ფლობენ სრულ ზოგად განათლებას და აქვთ სურვილი შეისწავლონ საავტომობილო გადაზიდვებთან დაკავშირებული პროცედურები. პროგრამის მოცულობა 160 საათია, თეორიულ სწავლებას დაეთმობა 48 საათი, პრაქტიკულ სწავლებას - 106 საათი, შეფასებას - 6 საათი. სწავლების განმავლობაში თეორიულ კომპონენტს მსმენელები გაივლიან აკადემიის A სასწავლო გარემოში, პრაქტიკულ სწავლებას A და B სასწავლო გარემოში და აკადემიის პარტნიორ ორგანიზაციაში (10 საათი). ასევე, თეორიული და პრაქტიკული კომპონენტის (გარდა პარტნიორ ორგანიზაციაში გასატარებელი კომპონენტებისა) სწავლება შესაძლებელია დისტანციურად კანონმდებლობით დადგენილი წესით, MS TEAMS-ის ელექტრონულ პლატფორმაზე. მსმენელთა განმავითარებელი შეფასებები ტარდება სწავლების პარალელურად, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კომპონენტში. განმსაზღვრელი შეფასება ტარდება მე-10 კვირას. შეფასება ითვალისწინებს მხოლოდ ჩათვლის პრინციპებზე დაფუძნებული (კომპეტენციების დადასტურებაზე დაფუძნებული) სისტემის გამოყენებას და უშვებს შემდეგი ორი ტიპის შეფასებას: ა) სწავლის შედეგი დადასტურდა; ბ) სწავლის შედეგი ვერ დადასტურდა პროფესიული მომზადების პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ, კურსდამთავრებული მიიღებს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს და სერტიფიკატის დანართს.
პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია მსმენელთათვის დასაქმებისათვის საჭირო ისეთი უნარების განვითარება, რომელთა გამოყენებითაც შეძლებენ საავტომობილო გადაზიდვების მარშრუტების დაგეგმვას, ხარჯთაღრიცხვების მომზადებასა და შესაბამისი დოკუმენტების წარმოებას, დარგის თანამედროვე მიდგომების გათვალისწინებით. პროგრამის ფარგლებში, მსმენელები იმუშავებენ საავტომობილო გადაზიდვების ციფრულ პლატფორმაზე.
დასაქმების სფერო
დასაქმების სფეროები არ მოიძებნა
გალერეა
ფოტო ან ვიდეო მასალა არ მოიძებნა
ქ.თბილისი, 0114, რუსთავის გზატკეცილი 18-22
რეგისტრაციის პროცესის კონსულტირებაზე პასუხისმგებელი პირის ტელეფონი: 599975772