სსიპ - კოლეჯი „სპექტრი“
კერამიკული ნაკეთობის დამზადება
სფერო:
ხელოვნება
პროგრამის კოდი:
04-01711
კვალიფიკაციის დონე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის სახე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის ხანგრძლივობა:
12 კვირა
აპლიკანტთა შერჩევის ფორმა:
დაშვების წინაპირობა:
ასაკი -
განათლება -
სხვა -
განათლება -
სხვა -
განხორციელების ადგილი:
ბესარიონ ჭიჭინაძის №10
მიღება არ არის გამოცხადებული
პარტნიორი ორგანიზაციები
პარტნიორი ორგანიზაციები არ მოიძებნა
პროგრამის აღწერა
"კერამიკული ნაკეთობის დამზადების" პროფესიული მომზადების პროგრამაზე სწავლა შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს, ვისაც სურვილი აქვს მოკლე დროში მიიღოს კონკრეტული ცოდნა და შეიძინოს პრაქტიკული უნარები კერამიკული ნაკეთობის დასამზადებლად. პროგრამის მიზანია მოამზადოს კერამიკის მიმართულებით კონკრეტული ცოდნისა და უნარების მქონე კვალიფიციური კადრი, რომელიც შეძლებს შეასრულოს კერამიკული ნაწარმის სამოდელო-სადამყალიბებლო საქმიანობა, სხვადასხვა წესით დაამზადოს კერამიკული ნაკეთობა, მოახდინოს კერამიკული ნაწარმის დეკორირება და გამოწვა. კურსდამთავრებული შესაძლოა დასაქმდეს კერამიკული ნაწარმის სპეციალისტის პოზიციაზე კერამიკულ საწარმოში, კერამიკულ სახელოსნოში, შესაძლებელია თვითდასაქმება საკუთარ სახელოსნოში. პროგრამის ხანგრძლივობაა 12 კვირა, 240 საათი. სასწავლო პროცესი მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ სამუშაოს სასწავლებლის პრაქტიკულ ლაბორატორიაში. მსმენელთა შეფასება მოხდება პრაქტიკული დავალების შესრულებაზე დაკვირვებით. პროფესიული მომზადების პროგრამის სრულად ათვისების შემდეგ მსმენელი მიიღებს სახელმწიფო სერთიფიკატს.
პროგრამის მიზანი
"კერამიკული ნაკეთობის დამზადების" პროფესიული მომზადების პროგრამის მიზანია კერამიკის მიმართულებით მოამზადოს კონკრეტული ცოდნისა და უნარების მქონე კვალიფიციური კადრი, რომელიც შეძლებს დაამზადოს კერამიკული ნაკეთობა ხელის დაზგაზე ამოშენების, სამეთუნეო ჩარხზე ამოყვანის, ჩამოსხმის და დაწნეხვის წესით; შეასრულოს კერამიკული ნაწარმის სამოდელო-სადამყალიბებლო საქმიანობა; მოახდინოს კერამიკული ნაწარმის დეკორირება და კერამიკული ნაწარმის გამოწვა.
აღნიშნული პროფესიული მომზადების პროგრამა არის უმოკლესი გზა დასაქმებისაკენ, რომელიც უზრუნველყოფს დასაქმების შესაძლებლობებს როგორც მცირე საამქროებში, ასევე თვითდასაქმების გზით საკუთარ სახელოსნოებში.
დასაქმების სფერო
021 - ხელოვნება (ვიწრო სფერო)
გალერეა
ფოტო ან ვიდეო მასალა არ მოიძებნა
რეგისტრაციის პროცესის კონსულტირებაზე პასუხისმგებელი პირის ტელეფონი: 557989229