ა(ა)იპ - სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა
ექსტრემალური სპელეოტურის გამყოლი
სფერო:
პერსონალური მომსახურებები
პროგრამის კოდი:
04-01170
კვალიფიკაციის დონე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის სახე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის ხანგრძლივობა:
6 კვირა
აპლიკანტთა შერჩევის ფორმა:
დაშვების წინაპირობა:
ასაკი -
განათლება -
სხვა -
განათლება -
სხვა -
განხორციელების ადგილი:
დაბა გუდაური, გონდოლას ზედა სადგური
მიღება არ არის გამოცხადებული
პარტნიორი ორგანიზაციები
პარტნიორი ორგანიზაცია
ორგანიზაციის ზომა
ეკონომიკური სექტორი
ა(ა)იპ ქართველ სპელეოლოგთა კლუბი
მცირე (<=20)
დანარჩენი დარგები
პროგრამის აღწერა
ექსტრემალური სპელეოტურის გამყოლის პროფესიული მომზადების პროგრამა ხორციელდება მღვიმეში. აქტივობების დროს ექსპერტისა და მსმენელთა თანაფარდობა უნდა იყოს 2/4-ზე. პროგრამით გათვალისწინებული თეორიული ნაწილიც ისწავლება საველე პირობებში ინსტრუქტაჟის გზით, რომელიც ასევე, შესაძლებელია განხორციელდეს ონლაინ, ელექტრონული სწავლების ფორმით. პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 6 კვირას, კვირაში 40 საათის ოდენობით, ჯამში 240 სთ. პროგრამა განხორციელდება ორ გეოგრაფიულ არეალში, ორ ეტაპად: პირველი სამი კვირა - წყალტუბოს მუნიციპალიტეტში (სოფ. ყუმისთავის მიმდებარე ტერიტორია); მეორე სამი კვირა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში (მიგარიის მასივი). სწავლებისთვის შერჩეულია სამი ჰორიზონტალური (წყალტუბოს მუნიციპალიტეტი) და ორი ვერტიკალური (ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი) მღვიმე.
სწავლების პირველ ეტაპზე, მსმენელები დაეუფლებიან ჰორიზონტალურ მღვიმეებში მუშაობის უნარ-ჩვევებს, ჯგუფების გაძღოლის მეთოდოლოგიას, ვერტიკალურ მღვიმეებში სამუშაოდ საჭირო აღჭურვილობის გამოყენებას, ერთი თოკის ტექნიკის პრინციპებს და დეტალებს. სწავლების მეორე ეტაპი მთლიანად დაეთმობა მეცადინეობებს ვერტიკალურ მღვიმეებში. მსმენელები შეისწავლიან ვერტიკალურ მღვიმეებში გადაადგილების მეთოდებს, თვით-შველის და დაზარალებული პირის თოკიდან ჩამოხსნის და უსაფრთხო ადგილზე განთავსების ტექნიკას.
კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატი და შეეძლებათ დასაქმდნენ ექსტრემალური სპელეოტურის გამყოლებად ტურისტულ კომპანიებში, ასევე შესაძლებელია თვითდასაქმებაც.
პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია ექსტრემალური სპელეოტურის გამყოლად დასაქმების მსურველების პროფესიული მომზადება, რომლებიც შემდგომში, როგორც კომპეტენტური გამყოლები გაუძღვებიან ტურისტს/ტურისტების ჯგუფს ინფრასტრუქტურულად მოწყობილ ექსტრემალურ სპელეო ტურისტულ მარშრუტზე, როგორც ჰორიზონტალურ, ასევე ვერტიკალურ მღვიმეებში. კერძოდ, მსმენელები დაეუფლებიან სათავგადასავლო ტურიზმის საფუძვლებს, პირველადი გადაუდებელი დახმარების საკითხებს, ვიზიტორებთან მუშაობის და კომუნიკაციის ფორმებს, მღვიმის თვისებურებების აღწერას, სპელეოტურის დაგეგმვას, უსაფრთხოების წესების დაცვით და სპელეო აღჭურვილობის გამოყენებით მღვიმეში თოკით დაშვება - ამოსვლას, სპელეო ტურის გაძღოლას მღვიმეში.
დასაქმების სფერო
101 - პერსონალური მომსახურებები (ვიწრო სფერო)
გალერეა
ფოტო ან ვიდეო მასალა არ მოიძებნა
რეგისტრაციის პროცესის კონსულტირებაზე პასუხისმგებელი პირის ტელეფონი: 577480225