VET

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში : ძველი ვერსიის სანახავად, გადადით ბმულზე

  1. მთავარი
  2. მომზადება/გადამზადება
  3. ბარის ორგანიზება და ფუნქციონირება

სსიპ - კოლეჯი ,,ბლექსი’’

ბარის ორგანიზება და ფუნქციონირება

სფერო:
პერსონალური მომსახურებები
პროგრამის კოდი:
04-01115
კვალიფიკაციის დონე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის სახე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის ხანგრძლივობა:
9 კვირა
აპლიკანტთა შერჩევის ფორმა:
დაშვების წინაპირობა:
ასაკი -
განათლება -
სხვა -
განხორციელების ადგილი:
მიხეილ ლერმონტოვის №92ა
მიღება არ არის გამოცხადებული
პარტნიორი ორგანიზაციები
პარტნიორი ორგანიზაციები არ მოიძებნა
პროგრამის აღწერა
,,ბარის ორგანიზების და ფუნქციონირების” პროფესიული მომზადების პროგრამაზე სწავლა შეუძლია ყველა დაინტერესებულ საბაზო განათლების მქონე სრულწლოვან პირს, რომელსაც აქვს სურვილი მოკლე დროში მიიღოს კონკრეტული ცოდნა/უნარები და დასაქმდეს აღნიშნული მიმართულებით. პროგრამის მიზანია მსმენელს შეასწავლოს: ბარის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა, ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების, კლასიკური/პოპულარული კოქტეილების, ცხელი ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების მომზადება და წარდგენა დადგენილი ნორმების შესაბამისად, სანიტარულ - ჰიგიენური მოთხოვნების გათვალისწინებით. სწავლება ხორციელდება სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მეთოდოლოგიით დარგის კვალიფიციური სპეციალისტების მიერ. პროფესიული მომზადების პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ კურსდამთავრებული მიიღებს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ პროფესიული განათლების დამადასტურებელ სერტიფიკატს, დანართით, რომელშიც ფიქსირდება პირის მიერ პროგრამის ფარგლებში მიღწეული ცოდა და უნარები. პროგრამის დასრულების შემდეგ პირს შეუძლია დასაქმდეს სხვადასხვა ტიპის კვების ობიექტებში: ბარი, კაფე, რესტორანი, კლუბი, კაზინო, სასტუმრო კომპლექსი, საკურორტო კომპლექსი, გასართობი კომპლექსი და სხვა ობიექტები.
პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია მოამზადოს ბარის მომსახურების სპეციალისტი, რომელიც პასუხისმგებელია ბარის ყოველდღიურ გამართულ მუშაობაზე, სტუმართა და თანამშრომელთა კმაყოფილებაზე, ჰიგიენის და უსაფრთხოების სტანდარტების შესრულებაზე. ზრუნავს პროდუქტის ხარისხზე და უშუალოდ მონაწილეობს მის გაყიდვაში.
დასაქმების სფერო
101 - პერსონალური მომსახურებები (ვიწრო სფერო)
გალერეა
ფოტო ან ვიდეო მასალა არ მოიძებნა
ქ.ბათუმი, ლერმონტოვის ქ.N92 ა
რეგისტრაციის პროცესის კონსულტირებაზე პასუხისმგებელი პირის ტელეფონი: 555377916