VET

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში : ძველი ვერსიის სანახავად, გადადით ბმულზე

  1. მთავარი
  2. მომზადება/გადამზადება
  3. შენობების ენერგოეფექტურო

ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო

შენობების ენერგოეფექტურობის (ენერგეტიკული მახასიათებლების) სერტიფიცირება

სფერო:
ინჟინერია და საინჟინრო საქმე
პროგრამის კოდი:
04-01940
კვალიფიკაციის დონე:
პროფესიული გადამზადება
პროგრამის სახე:
პროფესიული გადამზადება
პროგრამის ხანგრძლივობა:
7 კვირა
აპლიკანტთა შერჩევის ფორმა:
გასაუბრება, გასაუბრება-პროფესიის მოსინჯვის მეთოდით
დაშვების წინაპირობა:
ასაკი -
განათლება -
სხვა - უმაღლესიპროფესიულიგანათლება შემდეგ სფეროში - ინჟინერია და საინჟინროსაქმე (071); წარმოება და გადამუშავება (072); არქიტექტურადა მშენებლობა (073) და კვალიფიკაციისშესაბამისისამუშაო გამოცდილება არანაკლებ 2 წელი; უმაღლესიგანათლება შემდეგ სფეროში - ინჟინერია და საინჟინროსაქმე (071); წარმოება და გადამუშავება (072); არქიტექტურა და მშენებლობა (073) და კვალიფიკაციისშესაბამისისამუშაო გამოცდილება ბაკალავრის, მაგისტრისან დოქტორის აკადემიური ხარისხის შემთხვევაში -არანაკლებ 1 წელი;  უმაღლესიგანათლება სხვა სფეროში და სამუშა
განხორციელების ადგილი:
ქ.თბილისი 0171, მ. კოსტავას ქ.№77
მიღება არ არის გამოცხადებული
პარტნიორი ორგანიზაციები
პარტნიორი ორგანიზაცია
ორგანიზაციის ზომა
ეკონომიკური სექტორი
სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე არსებული "სათბობის, ენერგეტიკული დანადგარებისა და სამშენებლო მასალების თბური დიაგნოსტიკის სასწავლო - სამეცნიერო ცენტრი
მცირე (<=20)
დანარჩენი დარგები
შპს მნ-პროექტი
მცირე (<=20)
მშენებლობა
შპს სიემსი
საშუალო (20-100)
დანარჩენი დარგები
პროგრამის აღწერა
პროფესიული გადამზადების პროგრამის მიზანია შენობების ენერგოეფექტურობის (ეე) სერტიფიცირების ექსპერტების გადამზადება. ეს ახალი და მოთხოვნადი პროფესიაა საამშენებლო ინდუსტრიაში, რადგან კანონმდებლობით სერტიფიცირება სავალდებულოა ყველა ახალი, გაყიდული ან დაქირავებული შენობისთვის. პროგრამაზე სწავლის უფლება აქვთ უმაღლესი პროფესიული ან აკადემიური განათლების მქონე პირებს, რომლებსაც აქვთ შესაბამისი გამოცდილება მშენებლობასა და ენერგოუზრუნველყოფაში. პროგრამის მსმენელები შეისწავლიან ეე-ს საკანონმდებლო მოთხოვნებს, შეფასების მეთოდებს, ტექნიკურ სტანდარტებს და უსაფრთხოების ნორმებს. ისინი შეძლებენ ენერგიის მოხმარების მონაცემების ანალიზს, შენობების ეე-ს ინსტრუმენტულ კვლევას და სერტიფიკატების მომზადებას. პროგრამის ხანგრძლივობაა 7 კვირა, ჯამური დატვირთვა – 48 საათი, კვირეული დატვირთვა – 6-8 საათი. სწავლების დროს გამოყენებული იქნება ინტერაქტიული მეთოდები, ხოლო პრაქტიკული კომპონენტი რეალურ სამუშაო გარემოში ჩატარდება. მსმენელთა შეფასება მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ კომპონენტებს. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული ორენოვანი სერტიფიკატი შესაბამისი დანართით. კურსდამთავრებულები კანონმდებლობის შესაბამისად შეძლებენ დარეგისტრირდნენ დამოუკიდებელ ექსპერტებად და განახორციელონ პროფესიული საქმიანობა.
პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია შესაბამისი კვალიფიკაციის კადრის მომზადება, რომელიც იცნობს ენერგოეფექტურობის შესახებ საკანონმდებლო მოთხოვნებს, შენობების ენერგოეფექტურობის შეფასების მეთოდებს, უსაფრთხოების ტექნიკურ პირობებსა და მოთხოვნებს, მას შეუძლია შენობებში ენერგიის მოხმარების მონაცემების შეგროვება, ანალიზი და სანდოობის შეფასება; შენობების ენერგოეფექტურობის ინსტრუმენტული კვლევა და შენობის ან შენობის ნაწილის ენერგოეფექტურობის სერტიფიკატის მომზადება და წარდგენა.
დასაქმების სფერო
დასაქმების სფეროები არ მოიძებნა
გალერეა
ფოტო ან ვიდეო მასალა არ მოიძებნა
საქართველო, თბილისი, ვაკე-საბურთალოს რაიონი, დ. გამრეკელის ქ. №19, მანსარდი, ოფისი №49
რეგისტრაციის პროცესის კონსულტირებაზე პასუხისმგებელი პირის ტელეფონი: 599974003