VET
  1. მთავარი
  2. მომზადება/გადამზადება
  3. ქართული ფარდაგის და ხალიჩის ქსოვა

სსიპ - კოლეჯი „მერმისი“

ქართული ფარდაგის და ხალიჩის ქსოვა

სფერო:
ხელოვნება
პროგრამის კოდი:
04-01501
კვალიფიკაციის დონე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის სახე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის ხანგრძლივობა:
13 კვირა
აპლიკანტთა შერჩევის ფორმა:
დაშვების წინაპირობა:
ასაკი -
განათლება -
სხვა -
განხორციელების ადგილი:
დავით გურამიშვილის ჩიხი №9ა
მიღება არ არის გამოცხადებული
პარტნიორი ორგანიზაციები
პარტნიორი ორგანიზაციები არ მოიძებნა
პროგრამის აღწერა
პროფესიული მომზადების პროგრამაზე სწავლა შეუძლია ყველა დაინტერესებულ საბაზო განათლების მქონე პირს. პროგრამა განხორციელდება 13 კვირის განმავლობაში. მომზადების პროგრამის მოცულობა 255 საათია, აქედან შეფასებას დაეთმობა 5სთ. (მე-7 და მე-13 კვირას). კვირეული საათობრივი დატვირთვა შეადგენს 20სთ., ბოლო მე-13 კვირას 15სთ. პროგრამის მსვლელობისას მსმენელები შეისწავლიან ნართის კლასიფიკაციას, ფარდაგისა და ხალიჩის ქსოვის ტექნოლოგიურ პროცესს. პროფესიული მომზადების პროგრამის მსმენელების შეფასება განხორციელდება ტესტირებით და პრაქტიკული დავალებით შეფასების ინსტრუმენტები: 1. ტესტი 2. პრაქტიკული დავალება შეფასება ითვალისწინებს მხოლოდ ჩათვლის პრინციპზე დაფუნებული (კომპეტენციების დადასტურებაზე) სისტემის გამოყენებას და უშვებს შემდეგი ორი ტიპის შეფასებას: ა) სწავლის შედეგი დადასტურდა; ბ) სწავლის შედეგი ვერ დადასტურდა. პროფესიული მომზადების პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ კურსდამთავრებული მიიღებს კვალიფიკაციის დამადასტურებელ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ პროფესიული განათლების დამადასტურებელ სერტიფიკატს დანართით, რომელშიც ფიქსირდება კურსდამთავრებულის მიერ პროგრამის ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგები.
პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია, კურსდამთავრებულთა ხელშეწყობის მიზნით, მოკლე ვადაში უზრუნველყოს ისეთი კონკურენტუნარიანი კადრის მომზადება, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო შრომის ბაზრისთვის, რომელსაც ეცოდინება ქართული მხატვრული ქსოვილები, ესკიზისა და ხელით საქსოვი დაზგის მომზადება, ფარდაგის და ხალიჩის ქსოვა.
დასაქმების სფერო
დასაქმების სფეროები არ მოიძებნა
გალერეა
ფოტო ან ვიდეო მასალა არ მოიძებნა
დავით გურამიშვილის ჩიხი N9ა
რეგისტრაციის პროცესის კონსულტირებაზე პასუხისმგებელი პირის ტელეფონი: 0322147663