VET
  1. მთავარი
  2. მომზადება/გადამზადება
  3. ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება

სსიპ - კოლეჯი „მერმისი“

ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება

სფერო:
ბიზნესი და ადმინისტრირება
პროგრამის კოდი:
04-01028
კვალიფიკაციის დონე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის სახე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის ხანგრძლივობა:
17 კვირა
აპლიკანტთა შერჩევის ფორმა:
დაშვების წინაპირობა:
ასაკი -
განათლება -
სხვა -
განხორციელების ადგილი:
დავით გურამიშვილის ჩიხი №9ა
მიღება არ არის გამოცხადებული
პარტნიორი ორგანიზაციები
პარტნიორი ორგანიზაციები არ მოიძებნა
პროგრამის აღწერა
პროფესიული მომზადების პროგრამა განკუთვნილია პირებისათვის, რომლებსაც სურვილი აქვთ დასაქმდნენ საბუღალტრო და საფინანსო სამსახურებში, ბუღალტრის თანაშემწედ/ასისტენტად, ბუღალტერ-მოანგარიშედ. შესაძლებელია თვითდასაქმებაც, კერძო პროფესიული პრაქტიკის განხორციელების გზით. პროფესიული მომზადების პროგრამის მოცულობა შეადგენს 338სთ. მსმენელთა მომზადება განხორციელდება 17 კვირის განმავლობაში. კვირეული დატვირთვა შეადგენს 20 სთ., მე-14 და მე–17კვირას 19სთ-ს. შეფასება ითვალისწინებს მხოლოდ ჩათვლის პრინციპზე დაფუნებული (კომპეტენციების დადასტურებაზე) სისტემის გამოყენებას და უშვებს შემდეგი ორი ტიპის შეფასებას: ა) სწავლის შედეგი დადასტურდა; ბ) სწავლის შედეგი ვერ დადასტურდა. პროფესიული მომზადების პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სწავლის შედეგის მიღწევის შემდეგ კურსდამთავრებული მიიღებს პროფესიული კვალიფიკაციის ნაწილის დამადასტურებელ, სახელმწიფოს მიერ აღიარებულ პროფესიული განათლების სერტიფიკატს დანართით, რომელშიც ფიქსირდება კურსდამთავრებულის მიერ პროგრამის ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგები.
პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია, მოამზადოს და შესთავაზოს შრომის ბაზარს კვალიფიციური ბუღალტერი, რომელიც შეძლებს ყველა ტიპის ორგანიზაციის სააღრიცხვო პოლიტიკის შედგენას და მისი განხორციელებისათვის ყველა სამეურნეო ოპერაციის ასახვას შესაბამის პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტებსა და კრებსითი უწყისებში, ბუღალტრული გატარებების შესრულებას საბუღალტრო კომპიუტერულ პროგრამაში, შემოსავლების სამსახურის ვებ.გვერდზე მუშაობას: დეკლარაციების შედგენას და გაგზავნას, ასევე ფინანსური ანგარიშგებების მომზადებას და წარდგენას როგორც შიდა,ისე გარე მომხმარებლებისათვის.
დასაქმების სფერო
დასაქმების სფეროები არ მოიძებნა
გალერეა
ფოტო ან ვიდეო მასალა არ მოიძებნა
დავით გურამიშვილის ჩიხი N9ა
რეგისტრაციის პროცესის კონსულტირებაზე პასუხისმგებელი პირის ტელეფონი: 0322147663