VET
  1. მთავარი
  2. მომზადება/გადამზადება
  3. პრაქტიკული ბუღალტერია

ა(ა)იპ - საერთაშორისო განათლების აკადემია ბიდისი

პრაქტიკული ბუღალტერია

სფერო:
ბიზნესი და ადმინისტრირება
პროგრამის კოდი:
04-01085
კვალიფიკაციის დონე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის სახე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის ხანგრძლივობა:
12 კვირა
აპლიკანტთა შერჩევის ფორმა:
დაშვების წინაპირობა:
ასაკი -
განათლება -
სხვა -
განხორციელების ადგილი:
აღმაშენებლის გამზირი 189
მიღება არ არის გამოცხადებული
პარტნიორი ორგანიზაციები
პარტნიორი ორგანიზაცია
ორგანიზაციის ზომა
ეკონომიკური სექტორი
შპს საბუღალტრო კომპანია "ანაგელი"
მცირე (<=20)
დანარჩენი დარგები
შპს არბიტრანს
მცირე (<=20)
დანარჩენი დარგები
პროგრამის აღწერა
კურსი განკუთვნილია ნებისმიერი პირისთვის, ვინც ფლობს მინიმუმ სრულ ზოგად განათლებას, ასევე ბიზნესმენებისა და ნებისმიერი პროფესიის ადამიანისთვის, ვისაც სურს მიიღოს ცოდნა ბუღალტერიასა და საგადასახადო დაბეგვრაში. კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 3 თვეს (192 საათი) და მოიცავს: ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის გაცნობასა და ასევე საბუღალტრო პროგრმის ORIS-ის შესწავლას. კურსის პრაქტიკული კომპონენტი ხორციელდება პარტნიორ კომპანიასთან ერთობლივად, რაც მსმენელებს საშუალებას აძლევს დაამუშავონ მოქმედი კომპანიების საბუღალტრო დოკუმენტაცია, პრაქტიკულად შეასრულონ ყველა ის პროცედურა, მათ შორის საბუღალტრო და საგადასახადო აღრიცხვა, რაც ბუღალტრის ყოველდღიურ საქმიანობას წარმოადგენს. პროფესიონალთა გუნდში მუშაობა და მათი გამოცდილების გაზიარება საშუალებას აძლევს მსმენელებს შეიძინონ ის უნარ-ჩვევები, რომლებიც ხელს შეუწყობს ბუღალტრული ოპერაციების პრაქტიკულად განხორციელებას. გაითავისონ პროფესიული საქმიანობისას გუნდში მუშაობისა და კოლეგებთან პროფესიული კომუნიკაციის თავისებურებები, გახდნენ მეტად თავდაჯერებულები და კონკურენტუნარიანები.
პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია, შრომის ბაზარის მოთხოვნების გათვალსიწინებით, მოამზადოს ბუღალტერი, რომელიც შეძლებს, ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად, საგადასახადო და საბუღალტრო დავალებების გადაჭრას, საჭირო დოკუმენტაციის შედგენა-გატარებების ასახვას პორტალსა და საბუღალტრო პროგრამაში (ORIS ).
დასაქმების სფერო
041 - ბიზნესი და ადმინისტრირება (ვიწრო სფერო)
გალერეა
ფოტო ან ვიდეო მასალა არ მოიძებნა
აღმაშენებლის გამზირი 189
რეგისტრაციის პროცესის კონსულტირებაზე პასუხისმგებელი პირის ტელეფონი: 593252508