VET
  1. მთავარი
  2. მომზადება/გადამზადება
  3. ელექტროსამონტაჟო სამუშაოების წარმოება

სსიპ - კოლეჯი "ახალი ტალღა"

ელექტროსამონტაჟო სამუშაოების წარმოება

სფერო:
ინჟინერია და საინჟინრო საქმე
პროგრამის კოდი:
04-01340
კვალიფიკაციის დონე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის სახე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის ხანგრძლივობა:
12 კვირა
აპლიკანტთა შერჩევის ფორმა:
დაშვების წინაპირობა:
ასაკი -
განათლება -
სხვა -
განხორციელების ადგილი:
მ. შავაძის №3
მიღება არ არის გამოცხადებული
პარტნიორი ორგანიზაციები
პარტნიორი ორგანიზაციები არ მოიძებნა
პროგრამის აღწერა
პროფესიული მომზადების პროგრამა ,, ელექტროსამონტაჟო სამუშაოების წარმოება’’, შემუშავებულია შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად. პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს შეუძლია დაბალი ძაბვის ელექტროსამონტაჟო სამუშაოების შესრულება საშინაო და მცირე საწარმოო გარემოში. შეძლებს ელექტრული წრედებისა და განათების მონტაჟსა და შემოწმებას შრომის უსაფრთხოების უახლესი რეგულაციების გათვალისწინებით. პროგრამაზე სწავლა შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს, მინიმუმ 18 წლის-საბაზო განათლებით, რომელსაც აქვს სურვილი მოკლე დროში მიიღოს კონკრეტული ცოდნა/პროფესიული უნარები და დასაქმდეს ამ მიმართულებით. პროგრამის ხანგრძლივობაა 12 კვირა და მოიცავს 250 საკონტაქტო საათს. პროფესიული მომზადების პროგრამის ყველა სწავლის შედეგი მიიღწევა საგანმანათლებლო დაწესებულებაში მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მიერ, თანამედროვე სწავლების მეთოდებითა და შრომის უსაფრთხოების რეგულაციების გათვალისწინებით. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ კურსდამთავრებული მიიღებს კვალიფიკაციის დამადასტურებელ, სახელმწიფოს მიერ აღიარებულ პროფესიული განათლების დამადასტურებელ სერტიფიკატს, დანართით, რომელშიც ფიქსირდება პირის მიერ პროგრამის ფარგლებში მიღწეული ცოდნა და უნარები.
პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით მოამზადოს კონკრეტული ცოდნისა და უნარების მქონე კვალიფიციური კადრი, რომელიც შეძლებს დაბალი ძაბვის ელექტროსამონტაჟო სამუშაოების შესრულებას საშინაო და მცირე საწარმოო გარემოში. შეძლებს ელექტრული წრედებისა და განათების მონტაჟსა და შემოწმებას შრომის უსაფრთხოების უახლესი რეგულაციების გათვალისწინებით.
დასაქმების სფერო
071 - ინჟინერია და საინჟინრო საქმე (ვიწრო სფერო)
გალერეა
ფოტო ან ვიდეო მასალა არ მოიძებნა
შ.რუსთაველის N154
რეგისტრაციის პროცესის კონსულტირებაზე პასუხისმგებელი პირის ტელეფონი: 591811173