შპს კეონი აკადემია
თმის ღებვა
სფერო:
პერსონალური მომსახურებები
პროგრამის კოდი:
04-01067
კვალიფიკაციის დონე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის სახე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის ხანგრძლივობა:
5 კვირა
აპლიკანტთა შერჩევის ფორმა:
დაშვების წინაპირობა:
ასაკი -
განათლება -
სხვა -
განათლება -
სხვა -
განხორციელების ადგილი:
პ.ქავთარაძის 20 დ
მიღება არ არის გამოცხადებული
პარტნიორი ორგანიზაციები
პარტნიორი ორგანიზაციები არ მოიძებნა
პროგრამის აღწერა
თმის ღებვის პროგრამაზე სწავლა შეუძლია საბაზო საფეხურის მქონე პირს, ვისაც სურს სწრაფი დასაქმება. აკადემიაში სწავლება თანხვედრაშია მუდმივად ცვალებადი შროომის ბაზრის მოთხოვნებთან, რაც გულისხმობს კონკურენტუნარიანი და კვალიფიციური კადრის მომზადებას. სწავლება უზრუნველყოფილია სპეციალისტების მიერ, რომლებიც მუდმივად იმაღლებენ კვალიფიკაციას საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით. პროფესიული მომზადების პროგრამის მსმენელების შეფასება ითვალისწინებს მხოლოდ ორი ტიპის შეფასებას:
ა) სწავლის შედეგი დადასტურდა;
ბ) სწავლის შედეგი ვერ დადასტურდა
პროფესიული მომზადების პროგრამის მსმენელების განმსაზღვრელი შეფასება ხორციელდება პროცესზე დაკვირვებით. შეფასებისას უარყოფითი შედეგის მიღების შემთხვევაში მსმენელს უფლება აქვს მოითხოვოს სწავლის შედეგების მიღწევის დამატებითი შეფასება, მაქსიმუმ ერთხელ. განმსაზღვრელი შეფასება ჩატარდება სწავლების ბოლოს. სწავლის შედეგები გაერთიანდება და შეფასების მიმართულება იქნება პრაქტიკული დავალება-დაკვირვებით, ხოლო შეფასების მტკიცებულება იქნება მასწავლებლის მიერ შევსებული შეფასების ფურცელი და მსმენლის მიერ შესრულებული სამუშაოს ამსახველი ფოტო-მასალა. პროფესიული მომზადების პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ კურსდამთავრებული მიიღებს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს, დანართით, რომელშიც ფიქსირდება პირის მიერ პროგრამის ფარგლებში მიღწეული ცოდნა და უნარები. პროგრამის დასრულების შემდეგ პირს შეუძლია დასაქმდეს: სილამაზის ცენტრებსა და სალონებში საქორწინო ცენტრებში, სასტუმროებში და ყველგან სადაც საჭიროა ამ ტიპის მომსახურება.
პროგრამის მიზანი
უზრუნველყოს თმისა და სილამაზის მომსახურების სფეროში კვალიფიციური სპეციალისტის აღზრდა, რომელიც ახორციელებს თმის შეღებვას
დასაქმების სფერო
101 - პერსონალური მომსახურებები (ვიწრო სფერო)
გალერეა
ფოტო ან ვიდეო მასალა არ მოიძებნა
საქართველო, თბილისი, ვაკის რაიონი, პ. ქავთარაძის ქ., N20დ
რეგისტრაციის პროცესის კონსულტირებაზე პასუხისმგებელი პირის ტელეფონი: 0322144436