ა(ა)იპ - საერთაშორისო განათლების აკადემია ბიდისი
პირველადი გადაუდებელი დახმარება
სფერო:
ჯანდაცვა
პროგრამის კოდი:
04-01429
კვალიფიკაციის დონე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის სახე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის ხანგრძლივობა:
5 კვირა
აპლიკანტთა შერჩევის ფორმა:
დაშვების წინაპირობა:
ასაკი -
განათლება -
სხვა -
განათლება -
სხვა -
განხორციელების ადგილი:
აღმაშენებლის გამზირი 189
მიღება არ არის გამოცხადებული
პარტნიორი ორგანიზაციები
პარტნიორი ორგანიზაცია
ორგანიზაციის ზომა
ეკონომიკური სექტორი
შპს ავერსის კლინიკა
საშუალო (20-100)
ჯანდაცვა და სოციალური დახმარება
პროგრამის აღწერა
პროგრამა დაინტერესებულ პირებს შეასწავლის პირველადი გადაუდებელი დახმარების ელემენტებს და განსახორციელებელ ქმედებებს; პირველადი გადაუდებელი დახმარების საჭიროების იდენტიფიცირებას; გადაუდებელ დახმარების გაწევას გულსისხლძარღვთა და სუნთქვის მოშლილობით მიმდინარე მდგომარეობების დროს; პირველად გადაუდებელ დახმარების უზრუნველყოფას ტრავმების, სისხლდენების დროს; უბედური შემთხვევების დროს პროცესების მართვის წესებს. პროფესიული მომზადების პროგრამაზე სწავლა შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს, რომელსაც აქვს სრული ზოგადი განათლება. პროგრამის მოცულობა 45 საათია. პროგრამა განხორციელდება 5 კვირის განმავლობაში, კვირეული დატვირთვა 6-12 სთ, პროგრამა განხორციელდება კოლეჯის A და C გარემოში. სწავლებისას გამოყენებული იქნება ვიზუალური მასალა, სხვადასხვა მულაჟები, ინვენტარი, ტექნიკა, მრავალფეროვანი სწავლების მეთოდები, მათ შორის ელექტრონული სწავლების მეთოდიც. პროფესიული მომზადების პროგრამის მსმენელების შეფასება განხორციელდება გამოკითხვით და პრაქტიკული დავალების მეშვეობით; შეფასება ითვალისწინებს მხოლოდ ჩათვლის პრინციპებზე დაფუძნებული (კომპეტენციების დადასტურებაზე დაფუძნებული) სისტემის გამოყენებას და უშვებს შემდეგი ორი ტიპის შეფასებას:
ა) სწავლის შედეგი დადასტურდა;
ბ) სწავლის შედეგი ვერ დადასტურდა.
პროფესიული მომზადების პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ კურსდამთავრებული მიიღებს კვალიფიკაციის დამადასტურებელ, სახელმწიფოს მიერ აღიარებულ პროფესიული განათლების დამადასტურებელ სერტიფიკატს დანართით.
პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია შეასწავლოს მსმენელებს პირველადი გადაუდებელი დახმარების ალგორითმი, არსი, ექსტრემალურ სიტუაციაში სწორი რეაგირების წესები, რათა შეძლონ დაზარალებულისთვის ადეკვატური პირველი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა.
დასაქმების სფერო
091 - ჯანდაცვა (ვიწრო სფერო)
092 - სოციალური კეთილდღეობა (ვიწრო სფერო)
098 - ინტერდისციპლინური პროგრამები და კვალიფიკაციები, რომლებიც მოიცავენ ჯანდაცვასა და სოციალურ კეთილდღეობას (ვიწრო სფერო)
გალერეა
ფოტო ან ვიდეო მასალა არ მოიძებნა
რეგისტრაციის პროცესის კონსულტირებაზე პასუხისმგებელი პირის ტელეფონი: 593252508