სსიპ - კოლეჯი „მერმისი“
ელექტრული მონტაჟი
სფერო:
ინჟინერია და საინჟინრო საქმე
პროგრამის კოდი:
04-01017
კვალიფიკაციის დონე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის სახე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის ხანგრძლივობა:
10 კვირა
აპლიკანტთა შერჩევის ფორმა:
დაშვების წინაპირობა:
ასაკი -
განათლება -
სხვა -
განათლება -
სხვა -
განხორციელების ადგილი:
დავით გურამიშვილის ჩიხი №9ა
მიღება არ არის გამოცხადებული
პარტნიორი ორგანიზაციები
პარტნიორი ორგანიზაცია
ორგანიზაციის ზომა
ეკონომიკური სექტორი
შპს იფანი
საშუალო (20-100)
მშენებლობა
შპს ,,ელიტა"
საშუალო (20-100)
ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა
შპს მეგობრობა
საშუალო (20-100)
დანარჩენი დარგები
სსიპ "მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი"
საშუალო (20-100)
დანარჩენი დარგები
პროგრამის აღწერა
პროფესიული მომზადების პროგრამის მოცულობა შეადგენს 150 სთ. კვირეული დატვირთვა შეადგენს 15 სთ. მსმენელის შეფასებაზე გათვალისწინებულია 8სთ. მსმენელთა მომზადება განხორციელდება 10 კვირის განმავლობაში: პირველი 8 კვირა კოლეჯში, ხოლო ბოლო ორი მე-9 და მე-10 კვირა კოლეჯის პარტნიორი ორგანიზაციის (შპს „იფანი“, შპს „მეგობრობა“, შპს „ელიტა“) სამშენებლო ობიექტზე.
პროგრამის მსვლელობისას მსმენელები შეისწავლიან საინჟინრო ნახაზების/წრედების/ქსელების დიაგრამების წაკითხვას და გამოყენებსა; ვერბალური და წერილობითი უნარების გამოყენებას; მუდმივი დენის წრედის პარამეტრების გაზომვას; ტევადობის და გამტარობის საფუძვლების პარამეტრების გამოთვლას; მაგნეტიზმის პრინციპებისა და თვისებების აღწერას; ცვლადი დენის პარამეტრების გამოთვლას; ელექტრული წრედის დიაგრამის მიხედვით მასალების შერჩევას; ელექტრული წრედების დაცვის მეთოდების და პროცედურების გამოყენებას; განათების და ძალის წრედების მონტაჟს და შემოწმებას საშინაო და მცირე საწარმოო გარემოში; საშინაო და მცირე საწარმოო გარემოში ელექტრული მონტაჟის რეგულაციების აღწერას.
პროფესიული მომზადების პროგრამის მსმენელების შეფასება განხორციელდება პროცესზე დაკვირვებით სწავლების მეორე, მეექვსე და მეათე კვირას და მეათე კვირას ზეპირი გამოკითხვით.
პროფესიული მომზადების პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სწავლის შედეგის მიღწევის შემდეგ კურსდამთავრებული მიიღებს პროფესიული კვალიფიკაციის ნაწილის დამადასტურებელ, სახელმწიფოს მიერ აღიარებულ პროფესიული განათლების სერტიფიკატს დანართით, რომელშიც ფიქსირდება კურსდამთავრებულის მიერ პროგრამის ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგები.
პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია მოკლე ვადაში მოამზადოს შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი ელექტრო სამონტაჟო სამუშაოების მცოდნე პირი, რომელიც დაკისრებულ მოვალეობას შეასრულებს ხარისხისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვით, კურსდამთავრებულების დასაქმების ხელშეწყობა მიზნით.
დასაქმების სფერო
დასაქმების სფეროები არ მოიძებნა
გალერეა
ფოტო ან ვიდეო მასალა არ მოიძებნა
რეგისტრაციის პროცესის კონსულტირებაზე პასუხისმგებელი პირის ტელეფონი: 0322147663