VET
  1. მთავარი
  2. მომზადება/გადამზადება
  3. ზოგადი ელექტრო სამონტაჟო სამუშაოები

სსიპ - კოლეჯი "ქართლი"

ზოგადი ელექტრო სამონტაჟო სამუშაოები

სფერო:
ინჟინერია და საინჟინრო საქმე
პროგრამის კოდი:
04-01416
კვალიფიკაციის დონე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის სახე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის ხანგრძლივობა:
13 კვირა
აპლიკანტთა შერჩევის ფორმა:
დაშვების წინაპირობა:
ასაკი -
განათლება -
სხვა -
განხორციელების ადგილი:
დაბა სურამი, ახალი ბანას ქუჩა #15
მიღება არ არის გამოცხადებული
პარტნიორი ორგანიზაციები
პარტნიორი ორგანიზაციები არ მოიძებნა
პროგრამის აღწერა
პროფესიული მომზადების პროგრამის - „ზოგადი ელექტრო სამონტაჟო სამუშაოების“ სასწავლო თემატიკა მოიცავს ზოგადი ელექტრო სამონტაჟო სამუშაოების იმ ძირითად საკითხებს, რომელთა შესწავლის შემდეგ კურსდამთავრებულები უმოკლეს ვადებში შეძლებენ ელექტრო მემონტაჟის მოთხოვნადი სპეციალობით თვითდასაქმება-დასაქმებას ინდივიდუალურ საწარმოში და/ან ენერგეტიკის, სარკინიგზო, სამშენებლო, ინფრასტრუქტურულ, საწარმოო და სხვა დარგობრივ დაწესებულებაში, როგორც ადგილობვრივ, ისე საერთაშორისო შრომით ბაზარზე. პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები შეძლებენ: -ზოგადი ელექტრო სამონტაჟო სამუშაოების შესასრულებლად გამოსაყენებელი მასალებისა და უსაფრთხოების წესების დაცვას -ელექტრული სქემებისა და სამშენებლო ნახაზების წაკითხვას -ელექტრო სამონტაჟო სამუშაოების შესრულებას -წრედის იზოლაციისა და წრედის დაცვის მექანიზმების, დამიწების კონტურის მოწყობას პროგრამის ხანგრძლივობაა 13 კვირა, 200 საკონტაქტო საათი, კვირაში 15-20 საათის დატვირთულობით და მოიცავს თეორიული სწავლების, პრაქტიკული უნარების განვითარებისა და შეფასებების ნაწილებს. პროგრამა განხორციელდება კოლეჯის სასწავლო აუდიტორიასა და სასწავლო სახელოსნოში, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მიერ, შრომის უსაფრთხოების თანამედროვე რეგულაციების გათვალისწინებით. პროგრამის დასრულების შემდეგ, წარმატებულ კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სახელმწიფოს მიერ აღიარებული პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი - სერთიფიკატი.
პროგრამის მიზანი
„ზოგადი ელექტრო სამონტაჟო სამუშაოების“ მოკლევადიანი პროფესიული მომზადების პროგრამის განხორციელების ძირითადი მიზანია ელექტროობის მიმართულებით პროფესიის პოპულარიზაცია, ზოგადი ელექტრო სამონტაჟო სამუშაოს შემსრულებლის სპეციალისტების მომზადება და კურსდამთავრებულთა დასაქმება-თვითდასაქმების მხარდაჭერა - ადგილობრივ/რეგიონალურ შრომით ბაზარზე როგორც მიმდინარე ეტაპზე არსებული ამ მიმართულების სპეციალობის დეფიციტის შევსება, ისე მათზე სამომავლო მოთხოვნების უზრუნველყოფა.
დასაქმების სფერო
071 - ინჟინერია და საინჟინრო საქმე (ვიწრო სფერო)
073 - არქიტექტურა და მშენებლობა (ვიწრო სფერო)
გალერეა
ფოტო ან ვიდეო მასალა არ მოიძებნა
დაბა სურამი, ახალი ბანას ქ. N15.
რეგისტრაციის პროცესის კონსულტირებაზე პასუხისმგებელი პირის ტელეფონი: 577004114