სსიპ - კოლეჯი "ქართლი"
ხელით ელექტრო-რკალური შედუღება
სფერო:
ინჟინერია და საინჟინრო საქმე
პროგრამის კოდი:
04-01417
კვალიფიკაციის დონე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის სახე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის ხანგრძლივობა:
13 კვირა
აპლიკანტთა შერჩევის ფორმა:
დაშვების წინაპირობა:
ასაკი -
განათლება -
სხვა -
განათლება -
სხვა -
განხორციელების ადგილი:
დაბა სურამი, ახალი ბანას ქუჩა #15
მიღება არ არის გამოცხადებული
პარტნიორი ორგანიზაციები
პარტნიორი ორგანიზაციები არ მოიძებნა
პროგრამის აღწერა
პროფესიული მომზადების პროგრამის -„ხელით ელექტრო რკალური შედუღება“ თემატიკა მოიცავს ელექტრო რკალური შედუღების იმ ძირითად საკითხებს, რომელთა სრულყოფილად შესწავლის შემდეგ კურსდამთავრებულები უმოკლეს ვადებში შეძლებენ მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი სპეციალობით თვითდასაქმება-დასაქმებას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო შრომით ბაზარზე სარკინიგზო, სამშენებლო, ინფრასტრუქტურულ, საწარმოო და სხვა დარგობრივ დაწესებულებებში.
პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები შეძლებენ:
-შედუღების ტექნოლოგიის თავისებურებათა დახასიათებას
-სამუშაო ნახაზის, ტექნოლოგიური ინსტრუქციისა და ტექნოლოგიური რუკის წაკითხვას
-შესადუღებელი დეტალების კვანძების მომზადებას და მომჭიდებზე აყვანას
-შესადუღებელი დეტალების ხელით რკალური შედუღება სხვადასხვა სივრცულ მდებარეობაში განხორციელებას
-დეფექტების გამოსწორებას, დოკუმენტაციის შედგენას
-შრომის უსაფრთხოების წესების დაცვას
„ხელით ელექტრორკალური შედუღების“ პროფესიულ მომზადების პროგრამის ხანგრძლიობა შეადგენს 13 კვირას, 200 საკონტაქტო საათის ოდენობით, კვირაში - 15-20 საათიანი დატვირთვით და მოიცავს თეორიული სწავლების, პრაქტიკული უნარების განვითარებისა და შეფასებების ნაწილებს.
პროგრამა განხორციელდება კოლეჯის სასწავლო აუდიტორიასა და სასწავლო სახელოსნოში, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მიერ, შრომის უსაფრთხოების თანამედროვე რეგულაციების გათვალისწინებით.
პროგრამის დასრულების შემდეგ, წარმატებულ კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სახელმწიფოს მიერ აღიარებული პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი - სერთიფიკატი.
პროგრამის მიზანი
„ხელით ელექტრო რკალური შედუღების“ მოკლევადიანი პროფესიული მომზადების პროგრამის განხორციელების ძირითადი მიზანია შემდუღებლის პროფესიის პოპულარიზაცია, კვალიფიციური ხელით ელექტრო რკალური შედუღების სპეციალისტების მომზადება და კურსდამთავრებულთა დასაქმება/თვითდასაქმების მხარდაჭერა - ადგილობრივ/რეგიონალურ/საერთაშორისო შრომით ბაზარზე როგორც მიმდინარე ეტაპზე არსებული ამ მიმართულების სპეციალისტების დეფიციტის შევსებას, ისე მათზე სამომავლო მოთხოვნების უზრუნველყოფა.
დასაქმების სფერო
071 - ინჟინერია და საინჟინრო საქმე (ვიწრო სფერო)
073 - არქიტექტურა და მშენებლობა (ვიწრო სფერო)
გალერეა
ფოტო ან ვიდეო მასალა არ მოიძებნა
რეგისტრაციის პროცესის კონსულტირებაზე პასუხისმგებელი პირის ტელეფონი: 577004114