სსიპ - კოლეჯი "ბლექსი"
მთიანი აჭარის სალაშქრო ბილიკების გამყოლი
სფერო:
პერსონალური მომსახურებები
პროგრამის კოდი:
04-01424
კვალიფიკაციის დონე:
პროფესიული გადამზადება
პროგრამის სახე:
პროფესიული გადამზადება
პროგრამის ხანგრძლივობა:
8 კვირა
აპლიკანტთა შერჩევის ფორმა:
დაშვების წინაპირობა:
ასაკი -
განათლება -
სხვა -
განათლება -
სხვა -
განხორციელების ადგილი:
ილია ჭავჭავაძის ქ. N8
მიღება არ არის გამოცხადებული
პარტნიორი ორგანიზაციები
პარტნიორი ორგანიზაცია
ორგანიზაციის ზომა
ეკონომიკური სექტორი
სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა
საშუალო (20-100)
დანარჩენი დარგები
ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო
დიდი (>150)
დანარჩენი დარგები
აჭარის ავტონნომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი
საშუალო (20-100)
დანარჩენი დარგები
პროგრამის აღწერა
პროფესიული გადამზადების პროგრამაზე სწავლა შეუძლია მინიმუმ სრული ზოგადი განათლების მქონე პირს, რომელსაც აქვს გამყოლად საქმიანობის ან დამოუკიდებლად მთიან აჭარაში საფეხმავლო ბილიკების დალაშქვრის პრაქტიკული გამოცდილება, დაინტერესებულია სათავგადასავლო ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართვით და პროფესიული, კარიერული განვითარებით. პროგრამის ფარგლებში პირს მიეცემა საშუალება მოკლე პერიოდში გაიუმჯობესოს ცოდნა, უნარები, დასაქმდეს ან დამოუკიდებლად განახორციელოს სალაშქრო გამყოლის საქმიანობა. პროგრამის სწავლის შედეგების მიღწევა უზრუნველყოფილია სსიპ კოლეჯის ,,ბლექსი“ კვალიფიციური პროფესიული განათლების მასწავლებლების, ინსტრუქტორებისა და პარტნიორი ორგანიზაციის - ა(ა)იპ სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად სერტიფიცირებული ინსტრუქტორების მიერ. სასწავლო პროცესი მიმდინარეობს, როგორც დაწესებულებაში ასევე, ველურ ბუნებაში. შესაძლებელია პროგრამით გათვალისწინებული თეორიული კომპონენტის სწავლება განხორციელდეს დისტანციურად. პროფესიული გადამზადების პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ კურსდამთავრებული მიიღებს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ პროფესიული განათლების დამადასტურებელ სერტიფიკატს, ქართულ და ინგლისურ ენებზე (დანართით), რომელშიც ფიქსირდება პირის მიერ პროგრამის ფარგლებში მიღწეული ცოდნა და უნარები. კურსდამთავრებული შესაძლებელია დასაქმდეს: ტურისტულ კომპანიაში, სასტუმროში ან იყოს თვითდასაქმებული მთიანია აჭარის სალაშქრო ბილიკების გამყოლად.პროგრამის შემუშავებისა და დანერგვის მხარდამჭერია(GIZ).
პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანი
პროფესიული გადამზადების პროგრამა მიზნად ისახავს უპასუხოს აჭარაში სათავგადასავლო ტურიზმის მიმართულებით კვალიფიციურ კადრებზე არსებულ მოთხოვნას და გადაამზადოს მთიანი აჭარის სალაშქრო ბილიკების გამყოლები.
პროგრამის მიზანია კვალიფიცირებული კადრების მომზადებით აჭარაში სალაშქრო საგამყოლო საქმიანობის მომსახურების ხარისხის განვითარების ხელშეწყობა, ფორმალური განათლების ფარგლებში გამყოლთა ცოდნისა და უნარების გაუმჯობესება, რომელიც მათ ასევე, მისცემს შესაძლებლობას დაგეგმონ და განაგრძონ საკუთარი პროფესიული განვითარება სათავგადასავლო ტურიზმის ფარგლებში. კერძოდ, პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული რამდენიმე სწავლის შედეგი თანხვედრაშია პროფესიული განათლების სისტემაში არსებულ ,,საფეხმავლო გამყოლის“ პროფესიული გადამზადების პროგრამასთან. შესაბამისად, კურსდამთავრებულს შეუძლია თავისი კომპეტენციების არეალის გაფართოების პროცესში, ფორმალური განათლების აღიარების ფარგლებში, დაიდასტუროს უკვე მიღწეული სწავლის შედეგები.
დასაქმების სფერო
101 - პერსონალური მომსახურებები (ვიწრო სფერო)
გალერეა
ფოტო ან ვიდეო მასალა არ მოიძებნა
რეგისტრაციის პროცესის კონსულტირებაზე პასუხისმგებელი პირის ტელეფონი: 577544457