VET
  1. მთავარი
  2. მომზადება/გადამზადება
  3. ელექტრული მონტაჟი საშინაო და მცირე საწარმოო გარემოში

სსიპ - კოლეჯი "აისი"

ელექტრული მონტაჟი საშინაო და მცირე საწარმოო გარემოში

სფერო:
ინჟინერია და საინჟინრო საქმე
პროგრამის კოდი:
04-01215
კვალიფიკაციის დონე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის სახე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის ხანგრძლივობა:
12 კვირა
აპლიკანტთა შერჩევის ფორმა:
დაშვების წინაპირობა:
ასაკი -
განათლება -
სხვა -
განხორციელების ადგილი:
სოფელი სამრეკლო
მიღება არ არის გამოცხადებული
პარტნიორი ორგანიზაციები
პარტნიორი ორგანიზაციები არ მოიძებნა
პროგრამის აღწერა
ელექტრული მონტაჟი საშინაო და მცირე საწარმოო გარემოში - პროფესიული მომზადების პროგრამაზე სწავლა შეუძლია ყველა დაინტერესებულ მინიმუმ საბაზო განათლების მქონე სრულწლოვან პირს. პროფესიული მომზადების პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 12 კვირას, კვირაში - 20 საათი, სულ 240 სთ. პროფესიული მომზადების პროგრამით გათვალისწინებულია როგორც თეორიული ცოდნის შეძენა, ასევე პრაქტიკული უნარების განვითარება. სწავლება განხორციელდება მაღალი კვალიფიკაციის და პრაქტიკული გამოცდილების მქონე სპეციალისტების მიერ. სწავლის შედეგების მიღწევა განხორციელდება კოლეჯის ბაზაზე, სტანდარტის მოთხოვნის შესაბამისად აღჭურვილ სასწავლო აუდიტორიასა (A გარემო) და სასწავლო სახელოსნოში (C გარემო). პროფესიული მომზადების პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ კურსდამთავრებული მიიღებს კვალიფიკაციის დამადასტურებელ, სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს - დანართით, რომელშიც ფიქსირდება პირის მიერ პროგრამის ფარგლებში მიღწეული ცოდნა და უნარები.
პროგრამის მიზანი
„ელექტრული მონტაჟი საშინაო და მცირე საწარმოო გარემოში“- პროფესიული მომზადების პროგრამის მიზანია მოამზადოს პირი, რომელიც შეძლებს სამუშაო გარემოში საფრთხეების აღწერას, რისკების შეფასებასა და შემთხვევით და საგანგებო სიტუაციებში მოქმედებას, მუდმივი დენის წრედის პარამეტრების გაზომვას, ცვლადი დენის პარამეტრების გამოთვლას, საინჟინრო კომპონენტების ხაზვას და სტანდარტების მიხედვით შექმნილი საინჟინრო ნახაზების აღწერას, საინჟინრო ნახაზების შექმნას, გამტარების, იზოლატორების, მაგნიტური მასალებისა და ელექტრული ტექნოლოგიების გამოყენების აღწერას, ელექტრული წრედის დიაგრამის მიხედვით მასალების შერჩევას, ელექტრული წრედების დაცვის მეთოდების და პროცედურების გამოყენებას და განათებისა და ძალის წრედების მონტაჟს და შემოწმებას საშინაო და მცირე საწარმოო გარემოში.
დასაქმების სფერო
071 - ინჟინერია და საინჟინრო საქმე (ვიწრო სფერო)
გალერეა
ფოტო ან ვიდეო მასალა არ მოიძებნა
სოფელი კაჭრეთი
რეგისტრაციის პროცესის კონსულტირებაზე პასუხისმგებელი პირის ტელეფონი: (0353)200493