სსიპ - კოლეჯი "ქართლი"
ხე-ტყის დამზადება და ტყის დაცვის სამუშაოები
სფერო:
მეტყევეობა
პროგრამის კოდი:
04-01479
კვალიფიკაციის დონე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის სახე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის ხანგრძლივობა:
12 კვირა
აპლიკანტთა შერჩევის ფორმა:
დაშვების წინაპირობა:
ასაკი -
განათლება -
სხვა -
განათლება -
სხვა -
განხორციელების ადგილი:
ბორჯომის ქუჩა #18
მიღება არ არის გამოცხადებული
პარტნიორი ორგანიზაციები
პარტნიორი ორგანიზაცია
ორგანიზაციის ზომა
ეკონომიკური სექტორი
სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო
დიდი (>150)
დანარჩენი დარგები
პროგრამის აღწერა
პროფესიული მომზადების პროგრამის - “ხე-ტყის დამზადება და ტყის დაცვის სამუშაოების” თემატიკა მოიცავს სატყეო საქმიანობის იმ ძირითად საკითხებს, რომელთა სრულყოფილად შესწავლის შემდეგ კურსდამთავრებულები შეძლებენ უმოკლეს ვადებში თვითდასაქმებას ან დასაქმებას დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონალურ სამსახურებში, ხე-ტყის დამამზადებელ კომპანიებში, გარემოსდაცვით ორგანიზაციებში.
პროგრამის განხორციელების განმავლობაში მსმენელები შეისწავლიან:
- საქართველოს ტყის შემქმნელი ძირითადი წიწვოვანი და ფოთლოვანი სახეობების იდენტიფიცირება-დახასიათებას
- ხის მოჭრას შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვით
- მოჭრილი ხის გაწმენდა-დახარისხებას
- დამზადებული ხის გამოზიდვა-ტრანსპორტირებას
- ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას
- ხანძრის ქრობას
- მავნებელდაავადებების გამოვლენას;
პროფესიული მომზადების პროგრამის ხანგრძლიობაა 12 კვირა - 166 საკონტაქტო საათი, კვირაში 8-15 საათის დატვირთულობით და მოიცავს თეორიული სწავლების, პრაქტიკული უნარების განვითარებისა და შეფასებების ნაწილებს.
პროგრამა განხორციელდება მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მიერ: თეორიული ნაწილი - კოლეჯის სასწავლო აუდიტორიაში, ხოლო პრაქტიკული ნაწილი - პარტნიორ ორგანიზაციაში (საქართველოს ეროვნული სატყეო სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონალური სამსახური), შრომის უსაფრთხოების თანამედროვე რეგულაციების გათვალისწინებით.
პროგრამის დასრულების შემდეგ, წარმატებულ კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სახელმწიფოს მიერ აღიარებული პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი - სერთიფიკატი.
პროგრამის მიზანი
პროფესიული მომზადების პროგრამა - “ხე-ტყის დამზადება და ტყის დაცვის სამუშაოები” მიზნად ისახავს კვალიფიციური სპეციალიტების მომზადებას, რომლებიც შეძლებენ ხე-ტყის დამზადებისა და ტყის დაცვის სამუშაოების წარმოებას: საქართველოს ტყის შემქმნელი ძირითადი წიწვოვანი და ფოთლოვანი სახეობების იდენტიფიცირებას, შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვით ხის მოჭრას, მოჭრილი ხის გაწმენდა-დახარისხებას, დამზადებული ხის გამოზიდვა-ტრანსპორტირებას, ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას, ხანძრის ქრობას და მავნებელი დაავადებების გამოვლენას;
თეორიულ-პრაქტიკული თემატიკით გათვალისწინებულ სწავლებასთან ერთად, პროგრამის განხორციელება ითვალისწინებს სატყეო საქმიანობის მიმართულებით პროფესიების პოპულარიზაციასა და კურსდამთავრებულთა დასაქმება/თვითდასაქმების მხარდაჭერას - ადგილობრივ და რეგიონალურ შრომით ბაზარზე როგორც მიმდინარე ეტაპზე არსებული მეტყევეობის კვალიფიციური კადრების დეფიციტის შევსებას, ისე მათზე სამომავლო მოთხოვნების უზრუნველყოფას.
დასაქმების სფერო
082 - მეტყევეობა (ვიწრო სფერო)
გალერეა
ფოტო ან ვიდეო მასალა არ მოიძებნა
რეგისტრაციის პროცესის კონსულტირებაზე პასუხისმგებელი პირის ტელეფონი: 577004114