VET
  1. მთავარი
  2. მომზადება/გადამზადება
  3. შემდუღებელი (ელექტრორკალური)

სსიპ - კოლეჯი „სპექტრი“

შემდუღებელი (ელექტრორკალური)

სფერო:
არქიტექტურა და მშენებლობა
პროგრამის კოდი:
04-01887
კვალიფიკაციის დონე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის სახე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის ხანგრძლივობა:
10 კვირა
აპლიკანტთა შერჩევის ფორმა:
დაშვების წინაპირობა:
ასაკი -
განათლება -
სხვა -
განხორციელების ადგილი:
სოფელი ბაჯითი
მიღება არ არის გამოცხადებული
პარტნიორი ორგანიზაციები
პარტნიორი ორგანიზაციები არ მოიძებნა
პროგრამის აღწერა
„შემდუღებელი (ელექტრორკალური)“ პროფესიული მომზადების პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია სამუშაო ადგილის უსაფრთხოდ ორგანიზება, შესასრულებელი სამუშაოს შესაბამისად აღჭურვილობისა და ინსტრუმენტების შერჩევა და მომზადება, უსაფრთხოების წესების დაცვით შესადუღებელი დეტალების ხელით ელექტრორკალური შედუღება. პროგრამის სრულად ათვისების შემდეგ მსმენელი მიიღებს სახელმწიფო სერთიფიკატს. კურსდამთავრებული შეიძლება დასაქმდეს ნებისმიერ სახელმწიფო, ან კერძო საწარმოში, რომლის საქმიანობა დაკავშირებული იქნება ელექტრორკალურ შედუღებასთან, შესაძლებელია თვითდასაქმებაც. პრაქტიკული კომპეტენციების გამომუშავება მოხდება სასწავლებლის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ სახელოსნოში. პროგრამის ხანგლძლივობაა 10 კვირა და მოიცავს 200 საკონტაქტო საათს. მსმენელის შეფასება მოხდება პრაქტიკული დავალების შესრულებაზე დაკვირვებით.
პროგრამის მიზანი
პროფესიული მომზადების პროგრამის „შემდუღებელი (ელექტრორკალური)“ მიზანია მოამზადოს კვლიფიციური კადრი, რომელმაც იცის ელექტრორკალური შედუღების ტექნოლოგიის თავისებურებები და შეუძლია სამუშაო ადგილის უსაფრთხოდ ორგანიზება, შესასრულებელი სამუშაოს შესაბამისად აღჭურვილობისა და ინსტრუმენტების შერჩევა და მომზადება, უსაფრთხოების წესების დაცვით შესადუღებელი დეტალების ხელით ელექტრორკალური შედუღება.
დასაქმების სფერო
07 - ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა (ფართო სფერო)
გალერეა
ფოტო ან ვიდეო მასალა არ მოიძებნა
ბესარიონ ჭიჭინაძის ქ. #10
რეგისტრაციის პროცესის კონსულტირებაზე პასუხისმგებელი პირის ტელეფონი: 557989229