VET
  1. მთავარი
  2. მომზადება/გადამზადება
  3. ქართული ხალხური სიმღერის რეპეტიტორი

ა(ა)იპ - კულტურის ინსტიტუტი

ქართული ხალხური სიმღერის რეპეტიტორი

სფერო:
ხელოვნება
პროგრამის კოდი:
04-01306
კვალიფიკაციის დონე:
პროფესიული გადამზადება
პროგრამის სახე:
პროფესიული გადამზადება
პროგრამის ხანგრძლივობა:
11 კვირა
აპლიკანტთა შერჩევის ფორმა:
დაშვების წინაპირობა:
ასაკი -
განათლება -
სხვა -
განხორციელების ადგილი:
ცოტნე დადიანის 26
მიღება არ არის გამოცხადებული
პარტნიორი ორგანიზაციები
პარტნიორი ორგანიზაციები არ მოიძებნა
პროგრამის აღწერა
პროფესიული გადამზადების პროგრამა მიეკუთვნება ხელოვნების სფეროს, ქართული ხალხური სიმღერის საქმიანობის მიმართულებით. პროფესიული გადამზადების პროგრამაზე სწავლა შეუძლია შესაბამის სფეროში დასაქმებულ პირს, რომელიც აკმაყოფილებს პროგრამაზე დაშვების წინაპირობებს, პირს, რომელსაც აქვს სურვილი მიიღოს ცოდნა აღნიშნული მიმართულებით, გაიუმჯობესოს პრაქტიკული უნარები და გახდეს კვალიფიციური, კონკურენტუნარიანი კადრი ბაზარზე არსებული მოთხოვნების შესაბამისად. პროგრამაზე სწავლა განხორციელდება სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მეთოდოლოგიით მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მიერ, პროგრამის ხანგრძლივობა 11 კვირა, კვირაში ჩატარებული საათების რაოდენობა 15-25 საათი, სულ 215 საათი. ყოველ სასწავლო კვირას გათვალისწინებულია განმავითარებელი შეფასება, ხოლო განმსაზღვრელი შეფასება განხორციელდება მეთერთმეტე კვირას. პროფესიული გადამზადების პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ კურსდამთავრებული მიიღებს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს დანართთან ერთად, რომელშიც ფიქსირდება პირის მიერ პროგრამის ფარგლებში მიღწეული ცოდნა და უნარები. ქართული ხალხური სიმღერის რეპეტიტორის პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს: სამუსიკო ან ფართოპროფილიანი ხელოვნების ცენტრებში, სტუდიებში, კულტურულ-საგანმანათლებლო და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში. შესაძლებელია თვითდასაქმებაც.
პროგრამის მიზანი
პროფესიული გადამზადების პროგრამის მიზანია მსმენელს მისცეს ცოდნა ქართული მუსიკალური ფოლკლორის შემადგენელი ელემენტების შესახებ, განუვითაროს მუსიკალური უნარები, ქართული ხალხური სიმღერების შესრულება, მუსიკალურ-საგანმანათლებლო პროცესის წარმართვა, საგანმანათლებლო და ტრანსფერული უნარების განვითარება და გამოყენება საქმიანობაში. მსმენელები შეიძენენ ცოდნას შემდეგ საკითხებში, როგორიცაა ფოლკლორი, ხალხური მუსიკის სპეციფიკური თვისებები, საშემსრულებლო თავისებურებები, ჟანრები, ხალხური საკრავები, ქალაქური მუსიკა, მრავალხმიანობა, მრავალხმიანობის ტიპები და სხვა, ასევე შეძლებენ საგანმანათლებლო და სარეპეტიციო საქმიანობის განხორციელებას, სარეპეტიციო პროცესის წარმართვას. სარეპეტიციო პროცესის მიმდინარეობისას მუსიკისადმი ემოციურ-ფასეულობით მიდგომის ჩამოყალიბებას და განვითარებას, მხატვრული გემოვნების, წარმოსახვის უნარის, მხატვრული აზროვნების, მუსიკალური მეხსიერების, სმენის, რიტმის, საშემსრულებლო ჩვევების, შემოქმედებით უნარების განვითარებას.
დასაქმების სფერო
021 - ხელოვნება (ვიწრო სფერო)
გალერეა
ფოტო ან ვიდეო მასალა არ მოიძებნა
რეგისტრაციის პროცესის კონსულტირებაზე პასუხისმგებელი პირის ტელეფონი: 593148326