სსიპ - კოლეჯი "ქართლი"
ტყის არამერქნული პროდუქტების მდგრადი წარმოება
სფერო:
მეტყევეობა
პროგრამის კოდი:
04-01899
კვალიფიკაციის დონე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის სახე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის ხანგრძლივობა:
3 კვირა
აპლიკანტთა შერჩევის ფორმა:
გასაუბრება
დაშვების წინაპირობა:
ასაკი -
განათლება - პროფესიული (საბაზო განათლების შემდგომი)
სხვა -
განათლება - პროფესიული (საბაზო განათლების შემდგომი)
სხვა -
განხორციელების ადგილი:
დაბა სურამი, ახალი ბანას ქუჩა #15
მიღება არ არის გამოცხადებული
პარტნიორი ორგანიზაციები
პარტნიორი ორგანიზაცია
ორგანიზაციის ზომა
ეკონომიკური სექტორი
შპს ფლორა 23
დიდი (>150)
დანარჩენი დარგები
პროგრამის აღწერა
პროფესიული მომზადების პროგრამა „ტყის არამერქნული პროდუქტების მდგრადი წარმოება“ შემუშავებულია შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად და უზრუნველყოფს ტყის არამერქნული პროდუქტების მდგრადი წარმოების სპეციალისტისთვის საჭირო უნარებისა და კომპეტენციების გამომუშავებას. პროგრამის კურსდამთავრებული აღჭურვილი იქნება ყველა იმ აუცილებელი ცოდნითა და უნარით, რაც ტყის არამერქნული პროდუქტების მდგრადი წარმოებისთვის არის საჭირო და რაც მათ დასაქმება-თვითდასაქმების რეალურ შესაძლებლობებს განაპირობებს.
პროფესიული მომზადების პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 3 კვირას, კვირაში 15 საათის ოდენობით, ჯამში პროგრამის მოცულობა 45 საათია. პროფესიული მომზადების პროგრამა განხორციელდება სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმით. კერძოდ, ზოგიერთი სწავლების შედეგი მიიღწევა რეალურ სამუშაო გარემოში პარტნიორ ორგანიზაციასთან - შპს “ფლორა23„ გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულების საფუძველზე. პროგრამის ფარგლებში ასევე მოხდება საველე პრაქტიკის გავლა სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის ფონდის ტერიტორიებზე.
პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევა უზრუნველყოფილი იქნება ინტერაქციული ლექციის, დისკუსიის, დემონსტრირებისა და პრაქტიკული მეცადინეობის გზით. პროფესიული მომზადების პროგრამის მსმენელების შეფასებისთვის გამოყენებული იქნება განმსაზღვრელი შეფასება.
პროფესიული მომზადების პროგრამის დასრულების შემდეგ, მსმენელებს გადაეცემათ სახელმწიფოს მიერ აღიარებული პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი - სერტიფიკატი დანართით, რომელშიც ფიქსირდება პირის მიერ პროგრამის ფარგლებში მიღწეული ცოდნა და უნარები.
პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია მოამზადოს ტყის არამერქნული პროდუქტების მდგრადი წარმოების სპეციალისტები და შესძინოს მათ საჭირო თეორიულ-პრაქტიკული ცოდნა და სათანადო კომპეტენცია, რათა შეძლონ პროფესიული საქმიანობის წარმატებულად განხორციელება, როგორიცაა, ტყის არამერქნული პროდუქტების მიმართულებით ბიზნესის დაგეგმვა და პროდუქციის რეალიზაცია, კომერციულად მნიშვნელოვანი ტყის არამერქნული პროდუქტების იდენტიფიკაცია, შეგროვების არეალების დარუკება, მდგრადი შეგროვების ვადების, მეთოდების და აღჭურვილობის შერჩევა, ნედლეულის პირველადი დამუშავება და ხარისხის შეფასება, გადამუშავების ტექნოლოგიური პროცესის, შეფუთვის და შენახვის პირობების შერჩევა და საქმიანობისას სურსათის უვნებლობის და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა.
დასაქმების სფერო
082 - მეტყევეობა (ვიწრო სფერო)
გალერეა
ფოტო ან ვიდეო მასალა არ მოიძებნა
რეგისტრაციის პროცესის კონსულტირებაზე პასუხისმგებელი პირის ტელეფონი: 577004114