სსიპ - კოლეჯი "ქართლი"
საავტომობილო შიგაწვის ძრავების კვების სისტემის სერვისი
სფერო:
ინჟინერია და საინჟინრო საქმე
პროგრამის კოდი:
04-01426
კვალიფიკაციის დონე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის სახე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის ხანგრძლივობა:
13 კვირა
აპლიკანტთა შერჩევის ფორმა:
დაშვების წინაპირობა:
ასაკი -
განათლება -
სხვა -
განათლება -
სხვა -
განხორციელების ადგილი:
დაბა სურამი, ახალი ბანას ქუჩა #15
მიღება არ არის გამოცხადებული
პარტნიორი ორგანიზაციები
პარტნიორი ორგანიზაციები არ მოიძებნა
პროგრამის აღწერა
პროფესიული მომზადების პროგრამის - „საავტომობილო შიდაწვის ძრავების კვების სისტემის სერვისი“ სასწავლო თემატიკა მოიცავს მსუბუქი ავტომობილის ძრავის შეკეთების იმ ძირითად საკითხებს, რომელთა შესწავლის შემდეგ კურსდამთავრებულები უმოკლეს დროში შეძლებენ მსუბუქი ავტომობილის ძრავის შემკეთებლის მოთხოვნადი სპეციალობით თვითდასაქმება-დასაქმებას ავტოსატრანსპორტო საშუალებების სერვისის ობიექტებზე როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო შრომით ბაზარზე.
პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები შეძლებენ:
- შიდაწვის ძრავების კლასიფიკაციას, ძრავის მექანიზმების დიაგნოსტირებას, ნაწილებად დაშლას და აწყობას
- ძრავის მექანიზმების გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრას და შემდგომ დიაგნოსტირებას
- ძრავის კვების სისტემის შესაძლო უწესივრობების გამოვლენას
- ძრავის კვების სისტემის სარემონტო სამუშაოების შესრულებას
- ძრავის კვების სისტემის რემონტის შემდგომ დიაგნოსტიკას.
პროგრამის ხანგრძლიობაა 13 კვირა, 200 საკონტაქტო საათი, კვირაში 12-20 საათის დატვირთულობით და მოიცავს თეორიული სწავლების, პრაქტიკული უნარების განვითარებისა და შეფასებების ნაწილებს.
პროგრამა განხორციელდება კოლეჯის სასწავლო აუდიტორიასა და სასწავლო სახელოსნოში, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მიერ, შრომის უსაფრთხოების თანამედროვე რეგულაციების გათვალისწინებით.
პროგრამის მიზანი
პროფესიული მომზადების პროგრამა - „საავტომობილო შიდაწვის ძრავების კვების სისტემის სერვისი“ მიზნად ისახავს სპეციალისტების მომზადებას, რომლებიც შეძლებენ სხვადასხვა შიდაწვის ძრავების კლასიფიკაციას, ძრავის მექანიზმების დიაგნოსტირებას, მათ ნაწილებად დაშლა-აწყობასა და გამოვლენილი უწესივრობის აღმოფხვრას, ძრავის კვების სისტემის შესაძლო უწესივრობების გამოვლენას, ძრავის კვების სისტემის სარემონტო სამუშაოების შესრულებას და რემონტის შემდგომ დიაგნოსტიკას.
პროგრამის განხორციელება ითვალისწინებს აგრეთვე ავტოტრანსპორტის სერვისის მიმართულებებით პროფესიების პოპულარიზაციას და კურსდამთავრებულთა დასაქმება/თვითდასაქმების მხარდაჭერას - ადგილობრივ/რეგიონალურ შრომით ბაზარზე როგორც მიმდინარე ეტაპზე არსებული ამ სპეციალობის კადრების დეფიციტის შევსებას, ისე მათზე სამომავლო მოთხოვნების უზრუნველყოფას.
დასაქმების სფერო
071 - ინჟინერია და საინჟინრო საქმე (ვიწრო სფერო)
გალერეა
ფოტო ან ვიდეო მასალა არ მოიძებნა
რეგისტრაციის პროცესის კონსულტირებაზე პასუხისმგებელი პირის ტელეფონი: 577004114