VET
  1. მთავარი
  2. მომზადება/გადამზადება
  3. კედლის და იატაკის მოპირკეთება ფილებით

სსიპ - კოლეჯი „მერმისი“

კედლის და იატაკის მოპირკეთება ფილებით

სფერო:
არქიტექტურა და მშენებლობა
პროგრამის კოდი:
04-01018
კვალიფიკაციის დონე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის სახე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის ხანგრძლივობა:
13 კვირა
აპლიკანტთა შერჩევის ფორმა:
დაშვების წინაპირობა:
ასაკი -
განათლება -
სხვა -
განხორციელების ადგილი:
დავით გურამიშვილის ჩიხი №9ა
მიღება არ არის გამოცხადებული
პარტნიორი ორგანიზაციები
პარტნიორი ორგანიზაცია
ორგანიზაციის ზომა
ეკონომიკური სექტორი
შპს იფანი
საშუალო (20-100)
მშენებლობა
შპს ,,ბაუფლექსი"
საშუალო (20-100)
მრეწველობა
სსიპ "მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი"
საშუალო (20-100)
დანარჩენი დარგები
პროგრამის აღწერა
პროფესიული მომზადების პროგრამის მოცულობა შეადგენს 246სთ. მსმენელთა მომზადება განხორციელდება 13 კვირის განმავლობაში. კვირეული დატვირთვა შეადგენს 20სთ., მეოთხე კვირას 17სთ, პირველი 10 კვირის განმავლობაში მსმენელების სწავლება განხორციელდება კოლეჯში, ხოლო ბოლო სამი კვირა - კოლეჯის პარტნიორი ორგანიზაციის (შპს „იფანი“, შპს „ბაუფლექსი“) სამშენებლო ობიექტზე. პროგრამის მსვლელობისას მსმენელები შეისწავლიან კედლისა და იატაკის მომზადებისა და მოპირკეთებისათვის საჭირო ძირითადი და დამხმარე მასალების შერჩევა-გამოყენებას, შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვით ხელის სამარჯვებისა და ინსტრუმენტების გამოყენებას, ლოკალური დაზიანებების აღმოფხვრას, ნაზავების მომზადებას, ნიშნულებისა და შუქურების მოწყობა-მობათქაშებას, დუღაბის მოსაჭიმი იატაკის მოწყობას, ფილების მომზადებას, კედლის და იატაკის დაკვალვით სამუშაოების შესრულებას, ფილების გაკვრას კედელზე, ფილების დაგებას იატაკზე, კედლისა და იატაკის შემაერთებელი რიგის გაკვრას და ნაკერების შევსებას. პროფესიული მომზადების პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სწავლის შედეგის მიღწევის შემდეგ კურსდამთავრებული მიიღებს პროფესიული კვალიფიკაციის ნაწილის დამადასტურებელ, სახელმწიფოს მიერ აღიარებულ პროფესიული განათლების სერტიფიკატს დანართით, რომელშიც ფიქსირდება კურსდამთავრებულის მიერ პროგრამის ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგები.
პროგრამის მიზანი
„კედლის და იატაკის მოპირკეთება ფილებით“ პროფესიული მომზადების პროგრამის მიზანია სამშენებლო და სამრეწველო შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე ფილამწყობის პროფესიაში სამუშაოს მაძიებელ მსმენელთა პროფესიული სწავლებით იატაკისა და ფილის სამუშაოების შემსრულებლების მომზადების უზრუნველყოფა, შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი უნარების/კომპეტენციების გამომუშავებით მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლება და კურსდამთავრებულების დასაქმების ხელშეწყობა.
დასაქმების სფერო
დასაქმების სფეროები არ მოიძებნა
გალერეა
ფოტო ან ვიდეო მასალა არ მოიძებნა
დავით გურამიშვილის ჩიხი N9ა
რეგისტრაციის პროცესის კონსულტირებაზე პასუხისმგებელი პირის ტელეფონი: 0322147663