VET
  1. მთავარი
  2. მომზადება/გადამზადება
  3. ქართული და საერთაშორისო სამზარეულოს გავრცელებული კერძების მომზადება

სსიპ - კოლეჯი "ბლექსი"

ქართული და საერთაშორისო სამზარეულოს გავრცელებული კერძების მომზადება

სფერო:
პერსონალური მომსახურებები
პროგრამის კოდი:
04-01299
კვალიფიკაციის დონე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის სახე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის ხანგრძლივობა:
15 კვირა
აპლიკანტთა შერჩევის ფორმა:
დაშვების წინაპირობა:
ასაკი -
განათლება -
სხვა -
განხორციელების ადგილი:
ილია ჭავჭავაძის ქ. N8
მიღება არ არის გამოცხადებული
პარტნიორი ორგანიზაციები
პარტნიორი ორგანიზაციები არ მოიძებნა
პროგრამის აღწერა
პროფესიული მომზადების პროგრამაზე - „ქართული და საერთაშორისო სამზარეულოს გავრცელებული კერძების მომზადება“ სწავლა შეუძლია საბაზო განათლების მქონე, 18 წელს მიღწეულ პირს, რომელსაც აქვს სურვილი მიიღოს ცოდნა აღნიშნული მიმართულებით, შეიძინოს თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარები, გახდეს კვალიფიციური და კონკურენტუნარიანი კადრი შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნების შესაბამისად. პროფესიული მომზადების პროგრამაზე - „ქართული და საერთაშორისო სამზარეულოს გავრცელებული კერძების მომზადება“ სწავლება ხორციელდება სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მეთოდოლოგიით დარგის მაღალკვალიფიციური პროფესიული განათლების მასწავლებლების მიერ. მსმენელები შეისწავლიან ქართული და უცხოური კერძების მომზადების ტექნოლოგიას სანიტარულ - ჰიგიენური მოთხოვნების თანამედროვე რეგულაციების გათვალისწინებით. სწავლების პერიოდში გამოყენებული იქნება სწავლა/ სწავლების შემდეგი მეთოდები: ინტერაქტიული ლექცია, პრეზენტაცია, ინტერაქტიული მეცადინეობა, დემონსტრირებით სწავლება, პრაქტიკული სავარჯიშო; მსმენელები შეფასება განხორციელდება გამოკითხვისა და პრაქტიკული დავალება დაკვირვებით მეთოდების გამოყენებით. პროფესიული მომზადების პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ კურსდამთავრებული მიიღებს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ პროფესიული განათლების დამადასტურებელ სერტიფიკატს, დანართით, რომელშიც ფიქსირდება პირის მიერ პროგრამის ფარგლებში მიღწეული ცოდა და უნარები.
პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია, შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით მოამზადოს კადრი, რომელსაც ექნება თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარები ქართული და საერთაშორისო სამზარეულოს ძირითადი კერძების მომზადების ტექნოლოგიაში. პროგრამის მიზანია, პირს შეასწავლოს თითოეული კერძისთვის შესაბამისი საკვები პროდუქტისა და ნედლეულის არჩევა, ხარისხის შემოწმება, ნახევარფაბრიკატების მომზადება, ნედლეულისა და პროდუქტის თერმული დამუშავება, სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით ქართული, საერთაშორისო კერძებისა და ცომეული ნაწარმის მომზადება/ შენახვა სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და სურსათის უვნებლობის თანამედროვე რეგულაციების დაცვით.
დასაქმების სფერო
101 - პერსონალური მომსახურებები (ვიწრო სფერო)
გალერეა
ფოტო ან ვიდეო მასალა არ მოიძებნა
ქ.ბათუმი, ლერმონტოვის ქ.N92 ა
რეგისტრაციის პროცესის კონსულტირებაზე პასუხისმგებელი პირის ტელეფონი: 555377916