სსიპ - კოლეჯი „მერმისი“
,,სურსათის უვნებლობისა და ფიზიკურ-ქიმიური მაჩვენებლების ლაბორატორიული უზრუნველყოფა რძისა და პურ-პროდუქტების საწარმოებში“
სფერო:
წარმოება და გადამუშავება
პროგრამის კოდი:
04-01317
კვალიფიკაციის დონე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის სახე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის ხანგრძლივობა:
12 კვირა
აპლიკანტთა შერჩევის ფორმა:
დაშვების წინაპირობა:
ასაკი -
განათლება -
სხვა -
განათლება -
სხვა -
განხორციელების ადგილი:
დავით გურამიშვილის ჩიხი №9ა
მიღება არ არის გამოცხადებული
პარტნიორი ორგანიზაციები
პარტნიორი ორგანიზაცია
ორგანიზაციის ზომა
ეკონომიკური სექტორი
შპს იფქლი დიღომი
დიდი (>150)
დანარჩენი დარგები
შპს რესპუბლიკა
დიდი (>150)
დანარჩენი დარგები
შპსაგროჰაბი
დიდი (>150)
დანარჩენი დარგები
პროგრამის აღწერა
პროფესიული მომზადების პროგრამის მოცულობა შეადგენს 240სთ. კვირეული დატვირთვა შეადგენს 20სთ. მსმენელის შეფასებაზე გათვალისწინებულია 16სთ. სწავლების მეშვიდე და მეთორმეტე კვირაში. მსმენელთა მომზადება განხორციელდება 12 კვირის განმავლობაში, კოლეჯის სასწავლო ქიმიურ ლაბორატორიაში, AC ინტეგრირებულ გარემოში (სწავლების 1-10 და 12 კვირა) და პრაქტიკის ობიექტზე, კოლეჯის პარტნიორ კომპანიაში - შპს „რესპუბლიკა“, შპს „აგროჰაბი“, შპს „იფქლი“, C გარემოში (სწავლების მე-11 კვირაში).
პროგრამის მსვლელობისას მსმენელები შეისწავლიან სურსათის უვნებლობის ზოგად ასპექტებს და რეგულირების სისტემას, ლაბორატორიის დახასიათებას, შრომისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვას, საშუალო ნიმუშის მომზადებას, სინჯის მომზადებას საანალიზოდ, ლაბორატორიული ჭურჭლის, რეაქტივების და აღჭურვილობის გამოყენებას, ლაბორატორიული კვლევებისა და ანალიზების ჩატარებას, წარმოების ჰიგიენისა (GHP) და კარგი პრაქტიკის (GMP) მნიშვნელობას, წარმოების სხვადასხვა ეტაპზე სურსათის უვნებლობის მიმართ არსებულ სხვადასხვა საფრთხეებს, ლაბორატორიის აკრედიტაციის წესს, საერთაშორისო (ISO) სტანდარტების დანერგვის წესს.
პროფესიული მომზადების პროგრამის მსმენელების შეფასება განხორციელდება თეორიული გამოკითხვით - ტესტირებით, პრაქტიკული დავალება დაკვირვებით - პრაქტიკული დავალებების შესრულებით. შეფასება ითვალისწინებს ჩათვლის პრინციპს: ა) სწავლის შედეგი დადასტურდა; ბ) სწავლის შედეგი ვერ დადასტურდა. კურსდამთავრებული მიიღებს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ ორენოვან სერთიფიკატს.
პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია მსმენელმა შეიძინოს თეორიული ცოდნა და პროფესიული უნარები, რომელიც მას რეალურად გამოადგება მომავალ საქმიანობაში. პროგრამის მიზანია მოკლე ვადაში მოამზადოს შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი სპეციალისტები, რომლებსაც ეცოდინებათ წარმოების სხვადასხვა ეტაპზე სურსათის უვნებლობის მიმართ წაყენებული მოთხოვნები, საწარმოებში ჰიგიენისა (GHP) და წარმოების კარგი პრაქტიკა (GMP), საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა (HACCP). მსმენელები შეძლებენ რძისა და პურ-პროდუქტების საწარმოების ლაბორატორიის დახასიათებას, მისი მნიშვნელობის გაცნობიერებას, რძისა და პურ-პროდუქტების საშუალო სინჯის აღებას, მათ ფიზიკურ-ქიმიური მაჩვენებლების განსაზღვრას.
დასაქმების სფერო
დასაქმების სფეროები არ მოიძებნა
გალერეა
ფოტო ან ვიდეო მასალა არ მოიძებნა
რეგისტრაციის პროცესის კონსულტირებაზე პასუხისმგებელი პირის ტელეფონი: 0322147663