ა(ა)იპ - სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა
ველოტურის გამყოლი
სფერო:
პერსონალური მომსახურებები
პროგრამის კოდი:
04-01171
კვალიფიკაციის დონე:
პროფესიული გადამზადება
პროგრამის სახე:
პროფესიული გადამზადება
პროგრამის ხანგრძლივობა:
3 კვირა
აპლიკანტთა შერჩევის ფორმა:
დაშვების წინაპირობა:
ასაკი -
განათლება -
სხვა -
განათლება -
სხვა -
განხორციელების ადგილი:
მესტი და მისი შემოგარენი. ველობილიკები.
მიღება არ არის გამოცხადებული
პარტნიორი ორგანიზაციები
პარტნიორი ორგანიზაცია
ორგანიზაციის ზომა
ეკონომიკური სექტორი
კავკასიის ველო ქსელი
მცირე (<=20)
დანარჩენი დარგები
შპს ჰიპო ველო
მცირე (<=20)
დანარჩენი დარგები
შპს "ექსტრემალური სათავგადასავლო ბანაკი"
მცირე (<=20)
დანარჩენი დარგები
პროგრამის აღწერა
პროფესიული გადამზადების პროგრამა შედგენილია საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით და გათვალისწინებულია ველოტურის პრაქტიკოსი გამყოლებისთვის, რომელთაც გააჩნიათ დარგში სამუშაო გამოცდილება. სწავლება მოიცავს, როგორც ველოტურიზმის ზოგად ნაწილს (ტურის დაგეგმვა და განხორციელება, ველოსიპედის სახეობები და ტექნიკური მახასიათებლები, ველოსიპედის სვლის ნაირსახეობები, რისკები და საგზაო უსაფრთხოების წესები, ველოსიპედის ტექნიკური გაუმართაობის აღმოფხვრა) ასევე, სათავგადასავლო ტურიზმის ძირითად კომპეტენციებს (ტურის დაგეგმვა, სტუმარზე ზრუნვა, რისკების მართვა და ინციდენტებზე რეაგირების პრინციპები, ორიენტირება - ნავიგაცია, პირველადი გადაუდებელი დახმარება). პროგრამის განსახორციელებლად სკოლას ყავს ველოტურის სერთიფიცირებული გიდები. სწავლება მიმდინარეობს ველზე, სპეციფიურ C გარემოში (საერთო სარგებლობის გზებზე და ველურ ბუნებაში) ერთდღიან და მრავალდღიან ტურებზე ექსპერტების მუდმივი დაკვირვებით და ხელმძღვანელობით. სპეციფიკის და უსაფრთხოების ზომების შესაბამისად ექსპერტისა და მსმენელების თანაფარდობა უნდა იყოს 1/5 - ზე. პროგრამით გათვალისწინებული თეორიული ნაწილიც ისწავლება საველე პირობებში ინსტრუქტაჟის გზით, რომელიც ასევე, შესაძლებელია განხორციელდეს ონლაინ, ელექტრონული სწავლების ფორმით. პროგრამის ყოველი სწავლის შედეგის დასრულებას თან მოსდევს განმსაზღვრელი შეფასება, სწავლის პროცესში კი ხორციელდება განმავითარებელი შეფასება. სულ პროგრამის ხანგრძლივობაა 3 კვირა, ჯამში 110 საათის ოდენობით.
პროგრამის მიზანი
პროფესიული გადამზადების პროგრამა მიზნად ისახავს ველოტურის გამყოლის პროფესიულ გადამზადებას, რომელიც კომპეტენტურია გაუძღვეს ტურისტს / ტურისტების ჯგუფს სხვადასხვა სირთულისა და ხანგრძლივობის ველოტურისტულ მარშრუტებზე, საერთო სარგებლობის გზებზე, სპეციალურად მონიშნულ ბილიკებზე და უგზოო მონაკვეთებზე. სწავლება მიზნად ისახავს პრაქტიკოს გიდს სრულყოფილად შეასწავლოს პირველადი გადაუდებელი დახმარების საფუძვლები, სათაგადასავლო ტურიზმის საბაზისო კომპეტენციები, ველოსიპედის სახეობები და ტექნიკური მახასიათებლები, ველოსიპედის სვლის ნაირსახეობები, რისკები და საგზაო უსაფრთხოების წესები, ველოსიპედის ტექნიკური გაუმართაობის აღმოფხვრა, ველოტურის დაგეგმვა და განხორციელება. ველოტურის გამყოლის საქმიანობა ნებადართულია ისეთ რელიეფზე, სადაც შესაძლებელია ველოსიპედით გადაადგილება, ასევე მთაგორიან რელიეფზე, სადაც შესაძლებელია რელიეფის სირთულის გამო (დახრა, საფარი) საჭირო გახდეს ველოსიპედიდან ჩამოსვლა და ფეხით გავლა მოკლე დისტანციებზე. ველოტურის გამყოლის საქმიანობა იზღუდება მყინვარებზე. დასაქმების შესაძლებლობა - ველოტურის გამყოლი.
დასაქმების სფერო
დასაქმების სფეროები არ მოიძებნა
გალერეა
ფოტო ან ვიდეო მასალა არ მოიძებნა
რეგისტრაციის პროცესის კონსულტირებაზე პასუხისმგებელი პირის ტელეფონი: 577480225