VET

სსიპ - კოლეჯი "იბერია"

მიკროელექტრონიკა

სფერო:
ინჟინერია და საინჟინრო საქმე
პროგრამის კოდი:
04-01406
კვალიფიკაციის დონე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის სახე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის ხანგრძლივობა:
13 კვირა
აპლიკანტთა შერჩევის ფორმა:
დაშვების წინაპირობა:
ასაკი -
განათლება -
სხვა -
განხორციელების ადგილი:
ზურაბ ანჯაფარიძის ქ.№61
მიღება არ არის გამოცხადებული
პარტნიორი ორგანიზაციები
პარტნიორი ორგანიზაცია
ორგანიზაციის ზომა
ეკონომიკური სექტორი
შპს სმარტკომი
მცირე (<=20)
ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა
შპსპანორამა ქუთაისი
მცირე (<=20)
მრეწველობა
შპს ემჯიტექს
დიდი (>150)
მრეწველობა
პროგრამის აღწერა
პროფ. მომზადების პროგრამაზე სწავლა შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს, რომელსაც აქვს სურვილი შეიძინოს კონკრეტული ცოდნა/უნარები ტექ. მიმართულების სფეროში და დასაქმდეს აღნიშნული მიმართულებით. მიკროელექტრონიკის პროფ. კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს ტექნიკოსად ყველა დარგში და ინდუსტრიაში, რომლებიც აღჭურვილია თანამედროვე სისტემებით, მანქანების და აღჭურვილობის მართვის, დაგეგმვის, ინსტალაციის, პროგრამირების, ტესტირების, ექსპლუატაციაში გაშვების, მიმდინარე მომსახურებისა და შეცდომების აღმოჩენის სამუშაოების შემსრულებლად. პროგწ. დასრულების შემდეგ პირს შეუძლია სხვადასხვა მიკროკონტროლერებისა და პროგრამირებადი მოწყობილობების წრედის გამართვა და პროგრამული უზრუნველყოფა, მოდელების მოდიფიკაცია კონსტრუქციის შეცვლით ან სენსორების გამოყენებით, ციფრული ინსტრ. და სისტემების შექმნა, ექსპერიმენტების ჩატარება, ჩატარებული სამუშაოს შეფასება, ცალკეული ფაქტორების განხილვა, სისტემის ქვესისტემებად და ობიექტებად წარმოდგენა, აღწერა და პროცესებზე დაკვირვება; სწავლება განხორც. მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მიერ, შრომის უსაფრთხოებისა და თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით. პროგრამა მოიცავს 260 საკონტაქტო საათს. თეორიული და პრაქტიკული კომპონენტის კვირეული დატვირთვა 20 საათია, რომელიც განხორციელდება სსიპ კოლეჯის ,,იბერია“ C გარემოში. პროფ. მომზ. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ კურსდამთავრებული მიიღებს პროფ. განათლების დამადასტ. სახელმწიფო დოკუმენტს - სერტიფიკატს, დანართით, რომელშიც ფიქსირდება პირის მიერ პროგრამის ფარგლებში მიღწეული ცოდნა და უნარები.
პროგრამის მიზანი
პროფესიული მომზადების პროგრამის მიზანია, უზრუნველყოს კონკურენტუნარიანი კადრის მომზადება და ტექნიკური მიმართულების სფეროსთვის, რომელიც ორიენტირებულია (განკუთვნილია) მანქანების, აგრეგატების, ინტელექტუალური სისტემების შექმნისა და ექსპლუატაციისათვის მათი მოძრაობების კომპიუტერული მართვის შესაძლებლობით. პროგრამა ეფუძნება მექანიკის, ელექტრონიკის, მიკროპროცესორული ტექნიკის, ინფორმატიკისა და კომპიუტერული მართვის ფუნდამენტურ ცოდნას.
დასაქმების სფერო
071 - ინჟინერია და საინჟინრო საქმე (ვიწრო სფერო)
გალერეა
ფოტო ან ვიდეო მასალა არ მოიძებნა
ზ.ანჯაფარიძის ქ.N61 ნიკეას ქ. #15
რეგისტრაციის პროცესის კონსულტირებაზე პასუხისმგებელი პირის ტელეფონი: -