VET
  1. მთავარი
  2. მომზადება/გადამზადება
  3. ორგანული მევენახეობა-მეღვინეობა

სსიპ - კოლეჯი "იბერია"

ორგანული მევენახეობა-მეღვინეობა

სფერო:
სოფლის მეურნეობა
პროგრამის კოდი:
04-01391
კვალიფიკაციის დონე:
პროფესიული გადამზადება
პროგრამის სახე:
პროფესიული გადამზადება
პროგრამის ხანგრძლივობა:
8 კვირა
აპლიკანტთა შერჩევის ფორმა:
დაშვების წინაპირობა:
ასაკი -
განათლება -
სხვა -
განხორციელების ადგილი:
რუსთაველის ქ. №112
მიღება არ არის გამოცხადებული
პარტნიორი ორგანიზაციები
პარტნიორი ორგანიზაცია
ორგანიზაციის ზომა
ეკონომიკური სექტორი
ი/მ მირიან იოსებაშვილი
მცირე (<=20)
სოფლის მეურნეობა
მიკრო მეწქარმე რუსუდან თევდორაძე ,,მეღვინეობა ნაგუთნები"
მცირე (<=20)
სოფლის მეურნეობა
,,ძმები კვირიკაშვილები"
მცირე (<=20)
სოფლის მეურნეობა
პროგრამის აღწერა
მოკლევადიანი გადამზადების პროგრამა მოიცავს როგორც თეორიული სწავლებას, ასევე პრაქტიკულ ნაწილს. მსმენელი შეისწავლის ყველა იმ აქტივობას, რომელიც ესაჭიროება ორგანული მევენახეობა-მეღვინეობისათვის, ვაზის განვითარების სრული ციკლის მანძილზე და მოსავლის აღების შემდეგომ ღვინის დაყენებისა და მოვლის ჩათვლით. მსმენელი ასევე გაეცნობა და შეისწავლის ბიო/ორგანული წარმოების სერტიფიკატის მოპოვებისათვის გასავლელ ეტაპებს და საჭირო დოკუმენტაციას და განსხვავებას კონვენციურ, ტრადიციულ, ორგანულ, ნატურალურ და ბიოდინამიურ მევენახეობას შორის; მსმენელები შეისწავლიან ორგანული სოფლის მეურნეობის ძირითად პრინციპებს, ნიადაგის ანალიზს და ამის საფუძველზე მდგრადი მეთოდებისა და კარგი პრაქტიკების გამოყენებას, ორგანული მევენახეობისათვის სასუქებისა და მცენარეთა დაცვის საშუალებების დამზადება-გამოყენების წესებს, რათა სწორად მართონ ეს პროცესები და სრულად გამოიყენონ თეორიული თუ პრაქტიკული ცოდნა და უნარ-ჩვევები ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების მისაღებად. პროგრამა სულ მოიცავს 78 საკონტაქტო საათს: თეორიული და პრაქტ. კომპონენტის კვირეული დატვირთვა არის 8-16 საათი , სსიპ კოლეჯის ,,იბერია“-ს ბაღდათის ფილიალის A და C გარემოში. პროფესიული გადანზადების პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ კურსდამთავრებული მიიღებს კვალიფიკაციის დამადასტურებელ, სახელმწიფოს მიერ აღიარებულ პროფესიული განათლების დამადასტურებელ სერტიფიკატს, დანართით, რომელშიც ფიქსირდება პირის მიერ პროგრამის ფარგლებში მიღწეული ცოდნა და უნარები.
პროგრამის მიზანი
• პროგრამის მიზანია მსმენელს გააცნოს ორგანული მევენახეობა-მეღვინეობის კონცეფცია, ძირითადი დებულებები და გამოუმუშავოს როგორც თეორიული ცოდნა, ასევე პრაქტიკული უნარები. • ქვეყანაში სოციალურად და ეკოლოგიურად გამართლებული წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ერთიანი სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობა; • ადგილობრივი ცოდნისა და ტრადიციული სასოფლო– სამეურნეო სისტემების მნიშვნელობის აღიარების, დაცვისა და მათ შესახებ ცოდნის გავრცელების ხელშეწყობა.
დასაქმების სფერო
081 - სოფლის მეურნეობა (ვიწრო სფერო)
გალერეა
ფოტო ან ვიდეო მასალა არ მოიძებნა
ზ.ანჯაფარიძის ქ.N61 ნიკეას ქ. #15
რეგისტრაციის პროცესის კონსულტირებაზე პასუხისმგებელი პირის ტელეფონი: -