VET
  1. მთავარი
  2. მომზადება/გადამზადება
  3. დოკუმენტაციის წარმოება შრომის უსაფრთხოებაში

შპს საქართველოს ბიზნესის აკადემია - SBA

დოკუმენტაციის წარმოება შრომის უსაფრთხოებაში

სფერო:
ინჟინერია და საინჟინრო საქმე
პროგრამის კოდი:
04-01929
კვალიფიკაციის დონე:
პროფესიული გადამზადება
პროგრამის სახე:
პროფესიული გადამზადება
პროგრამის ხანგრძლივობა:
9 კვირა
აპლიკანტთა შერჩევის ფორმა:
დაშვების წინაპირობა:
ასაკი -
განათლება -
სხვა -
განხორციელების ადგილი:
რუსთავის გზატკეცილი 18/22
მიღება არ არის გამოცხადებული
პარტნიორი ორგანიზაციები
პარტნიორი ორგანიზაციები არ მოიძებნა
პროგრამის აღწერა
პროგრამა განკუთვნილია იმ პირებისათვის, რომლებიც სულ მცირე ფლობენ სრულ ზოგად განათლებას და აქვთ სურვილი შეისწავლონ შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვით ტექნოლოგიებთან დაკავშირებული დოკუმენტების შედგენა და წარმოება. სასწავლო პროცესი მიმდინარეობს 9 კვირის განმავლობაში და პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 144 საათს. სასწავლო პროცესი შესაძლებელია განხორციელდეს, როგორც შპს „საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ს“ ბაზაზე, ასევე დისტანციურად, MS TEAMS-ის ელექტრონულ პლატფორმაზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით. სწავლების განმავლობაში თეორიულ კომპონენტს მსმენელები გაივლიან აკადემიის A სასწავლო გარემოში/ MS TEAMS-ის ელექტრონულ პლატფორმაზე. მსმენელთა განმავითარებელი შეფასებები ტარდება სწავლების პარალელურად. განმსაზღვრელი შეფასება ტარდება მე-9 კვირას. განმსაზღვრელი შეფასება შესაძლოა ასევე განხორციელდეს დისტანციურად MS TEAMS-ის ელექტრონულ პლატფორმაზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით. შეფასება ხორციელდება თეორიულ და პრაქტიკულ კომპონენტებში. შეფასება ითვალისწინებს მხოლოდ ჩათვლის პრინციპებზე დაფუძნებული (კომპეტენციების დადასტურებაზე დაფუძნებული) სისტემის გამოყენებას და უშვებს შემდეგი ორი ტიპის შეფასებას: ა) სწავლის შედეგი დადასტურდა; ბ) სწავლის შედეგი ვერ დადასტურდა პროფესიული გადამზადების პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ, კურსდამთავრებული მიიღებს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს და სერტიფიკატის დანართს.
პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების, მათი თანაშემწეებისა და საკვალიფიკაციო პროგრამების სტუდენტების ან მსმენელების პროფესიული გადამზადება, რომელიც დოკუმენტწარმოების სპეციფიკისა და ტექნიკის უნარების განვითარების გზით გაზრდის მათი დასაქმების/თვითდასაქმების შესაძლებლობებს, ხელს შეუწყობს შრომის უსაფრთხოების სტანდარტის მაღალ დონეზე დაცვას, ასევე ხელს შეუწყობს კერძო სექტორს, შრომის უსაფრთხოების მიმართულებით ფინანსური დანახარჯების ოპტიმიზაციაში.
დასაქმების სფერო
0712 - გარემოს დაცვის ტექნოლოგია (დეტალური სფერო)
გალერეა
ფოტო ან ვიდეო მასალა არ მოიძებნა
ქ.თბილისი, 0114, რუსთავის გზატკეცილი 18-22
რეგისტრაციის პროცესის კონსულტირებაზე პასუხისმგებელი პირის ტელეფონი: 599975772