შპს საქართველოს ბიზნესის აკადემია - SBA
მინი-მიკრო საკრედიტო ექსპერტი
სფერო:
ბიზნესი და ადმინისტრირება
პროგრამის კოდი:
04-01938
კვალიფიკაციის დონე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის სახე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის ხანგრძლივობა:
9 კვირა
აპლიკანტთა შერჩევის ფორმა:
დაშვების წინაპირობა:
ასაკი -
განათლება -
სხვა -
განათლება -
სხვა -
განხორციელების ადგილი:
რუსთავის გზატკეცილი 18/22
მიღება არ არის გამოცხადებული
პარტნიორი ორგანიზაციები
პარტნიორი ორგანიზაცია
ორგანიზაციის ზომა
ეკონომიკური სექტორი
სს "ლიბერთი ბანკი" (ფინანსები)
დიდი (>150)
დანარჩენი დარგები
პროგრამის აღწერა
პროგრამა 9 კვირის მანძილზე გრძელდება (225 საათი). კვირეული სასწავლო საათობრივი დატვირთვა:15-40 სთ. პირველი 6 კვირის მანძილზე აკადემიაში კვირაში 15-20 სთ დატვირთვით, ხოლო პროგრამის ბოლო სამი კვირა სრული დატვირთვით გათვალისწინებულია პრაქტიკა ბანკში. ასევე, ბოლო კვირას გათვალისწინებულია განმსაზღვრელი შეფასება, რაც მოიცავს როგორც თეორიული, ისე პრაქტიკულ საკითხების შეფასებას.
თეორიული და პრაქტიკული კომპონენტის (გარდა პარტნიორ ორგანიზაციაში გასატარებელი კომპონენტებისა) სწავლება შესაძლებელია დისტანციურად კანონმდებლობით დადგენილი წესით, MS TEAMS-ის ელექტრონულ პლატფორმაზე.
პროგრამა მოიცავს პრაქტიკულ სამუშაოებს როგორც აკადემიაში, ისე რეალურ სამუშაო გარემოში, ლიბერთი ბანკის მომსახურების სივრცეში, რაც მინი-მიკრო საკრედიტო ექსპერტის პრაქტიკული უნარების განვითარებას უწყობს ხელს. პროგრამის კურსდამთავრებული შეძლებს კომპეტენციის ფარგლებში მომხმარებლის / ბიზნესის ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე საკრედიტო პროდუქტის შეთავაზებას, მომხმარებელზე ორიენტირებული კრედიტის მოთხოვნის განაცხადის შევსებას, კრედიტზე გადაწყვეტილების მიღების და სესხის გაცემის პროცესების მართვას და სესხის პორტფელის მართვას.
პროფესიული მომზადების პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ, კურსდამთავრებული მიიღებს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს და სერტიფიკატის დანართს.
პროგრამაზე აპლიკანტები შეირჩევიან - მათემატიკური უნარების ტესტის ჩაბარების საფუძველზე.
პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია კვალიფიციური და კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება საბანკო-საფინანსო სექტორში დაკრედიტების ძირითად პრინციპებში. პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს პროგრამის მსმენელებს შეიძინონ თეორიული ცოდნა და განივითარონ პრაქტიკული უნარები ქეისების ანალიზის, ინდივიდუალური თუ ჯგუფური პრაქტიკული დავალებებითა და გამოცდილების გაზიარების საშუალებით, რაც ხელს შეუწყობს მათ დასაქმებას საბანკო სექტორში მინი-მიკრო საკრედიტო ექსპერტად.
დასაქმების სფერო
041 - ბიზნესი და ადმინისტრირება (ვიწრო სფერო)
0412 - ფინანსები, საბანკო საქმე და დაზღვევა (დეტალური სფერო)
გალერეა
ფოტო ან ვიდეო მასალა არ მოიძებნა
რეგისტრაციის პროცესის კონსულტირებაზე პასუხისმგებელი პირის ტელეფონი: 599975772