სსიპ - ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი
სახერხი ჩარხის მართვა
სფერო:
მეტყევეობა
პროგრამის კოდი:
04-01890
კვალიფიკაციის დონე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის სახე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის ხანგრძლივობა:
12 კვირა
აპლიკანტთა შერჩევის ფორმა:
დაშვების წინაპირობა:
ასაკი -
განათლება -
სხვა -
განათლება -
სხვა -
განხორციელების ადგილი:
სოფელი წინამძღვრიანთკარი
მიღება არ არის გამოცხადებული
პარტნიორი ორგანიზაციები
პარტნიორი ორგანიზაცია
ორგანიზაციის ზომა
ეკონომიკური სექტორი
შპს "კედარი 2000"
საშუალო (20-100)
მრეწველობა
პროგრამის აღწერა
პროგრამა შემუშავებულია შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად და უზრუნველყოფს სახერხი ჩარხის ოპერატორისთვის საჭირო უნარებისა და კომპეტენციების გამომუშავებას. პროგრამის კურსდამთავრებული აღჭურვილი იქნება ყველა იმ აუცილებელი ცოდნითა და უნარით, რაც სახერხი ჩარხის აპარატის მართვისა და მორების ხერხვისთვის არის საჭირო. პროფესიული მომზადების პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 12 კვირას, კვირაში 20 საათის ოდენობით, ჯამში პროგრამის მოცულობა 240 საათია.
პროფესიული მომზადების პროგრამა განხორციელდება სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმით.
პროფესიული მომზადების პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევა უზრუნველყოფილი იქნება ინტერაქციული ლექციის, დემონსტრირებისა და პრაქტიკული მეცადინეობის გზით. პროფესიული მომზადების პროგრამის მსმენელების შეფასებისთვის გამოყენებული იქნება განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება. მიმდინარე (განმავითარებელი შეფასება) პრაქტიკულად ყოველ მეცადინეობაზე განხორციელდება, ხოლო განმსაზღვრელი შეფასება განხორციელდება ორჯერ, რომლის დროსაც შეფასდება მსმენელების თეორიული ცოდნა (ტესტირება) და პრაქტიკული უნარები (პრაქტიკული დავალება დაკვირვებით).
პროფესიული მომზადების პროგრამის დასრულების შემდეგ, მსმენელებს გადაეცემათ სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატი დანართით, რომელშიც ფიქსირდება პირის მიერ პროგრამის ფარგლებში მიღწეული ცოდნა და უნარები და შეეძლება დასაქმება მორების სამხერხაოსა და გადამამუშავებელ საწარმოში ან თვითდასაქმება.
პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია მოამზადოს სახერხი ჩარხის ოპერატორები და შესძინოს მათ საჭირო თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, ასევე სათანადო კომპეტენცია, რათა შეძლონ პროფესიული საქმიანობის წარმატებულად განხორციელება. კერძოდ, იცოდნენ ხის სახეობების, დეფექტების, ხის ხარისხისა და ზომის კლასების განსაზღვრა, სახერხი საწარმოს ტექნოლოგიების აღწერა, ლენტური და ცირკულარული სახერხი ჩარხების მუშაობის პრინციპების აღწერა. ასევე, შეძლონ შრომის უსაფრთხოების წესების დაცვით სამუშაო გარემოს ორგანიზება, სახერხი ჩარხის აპარატისა და ინსტრუმენტების გამოყენება, მართვა და მორების დახერხვა.
დასაქმების სფერო
08 - სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა, მეთევზეობა და ვეტერინარია (ფართო სფერო)
გალერეა
ფოტო ან ვიდეო მასალა არ მოიძებნა
სოფელი წინამძღვრიანთკარი, ილია წინამძღვრიშვილის ქუჩა N 2ა
რეგისტრაციის პროცესის კონსულტირებაზე პასუხისმგებელი პირის ტელეფონი: 577215090