შპს ტურიზმის აკადემია ნიუკას
კულტურული ტურიზმის გიდი
სფერო:
პერსონალური მომსახურებები
პროგრამის კოდი:
04-01573
კვალიფიკაციის დონე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის სახე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის ხანგრძლივობა:
12 კვირა
აპლიკანტთა შერჩევის ფორმა:
დაშვების წინაპირობა:
ასაკი -
განათლება -
სხვა -
განათლება -
სხვა -
განხორციელების ადგილი:
თბილისი, ჯანაშიას ქ.5
მიღება არ არის გამოცხადებული
პარტნიორი ორგანიზაციები
პარტნიორი ორგანიზაცია
ორგანიზაციის ზომა
ეკონომიკური სექტორი
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება - არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი
საშუალო (20-100)
ჯანდაცვა და სოციალური დახმარება
პროგრამის აღწერა
პროფესიული მომზადების პროგრამის ხანგრძლივობაა 3 თვე და მოიცავს თეორიულ სწავლებას კვირაში 3 დღის მანძილზე, კვირა დღეები ეთმობა პრაქტიკულ სასწავლო გასვლებს თბილისსა და რეგიონებში. ყოველ გასვლას წინ უძღვის მარშრუტისა და შემავალი ობიექტების თეორიული განხილვა და დამუშავება, რათა მაქსიმალური ეფექტურობით მოხდეს ინფორმაციის ათვისება. პროგრამა მოიცავს ტრანსპორტირების ხარჯებს რეგიონებში გასვლის დროს.
ლექციების, სემინარებისა და პრაქტიკული გასვლების პარალელურად, პროგრამა მოიცავს იმიტაციურ სავარჯიშოებს, რათა მსმენელებმა პრაქტიკულად აითვისონ გიდის პროფესიის რეალური მახასიათებლები და შეძლონ ცოდნისა და უნარების დემონსტრირება გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის მიერ აკრედიტირებულ ტრენერებთან, გამოცდილებისა და რეკომენდაციების მისაღებად.
პროგრამაში ჩართულია ყველა ის საბაზისო თემატიკა, რაც ესაჭიროება კულტურული ტურიზმის გიდს, რომ შეიძინოს ცოდნა-უნარები ახალი პროფესიული საქმიანობის დასაწყებად. ასევე, პირველადი გადაუდებელი დახმარების სწავლის შედეგის სწავლება განხორციელდება წითელი ჯვრის საზოგადოების მიერ.
პროგრამა დასრულდება ტურის დაგეგმარების გუნდური პრეზენტაციით, საერთო წერილობითი ტესტირებით და პრაქტიკული საფეხმავლო ტურის გამოცდით, რომლის შეფასებასაც განახორციელებენ პროგრამის განმახორციელებლები.
პროფესიული მომზადების პროგრამის დასრულების შემდეგ, გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატი. რომელშიც ფიქსირდება პირის მიერ პროგრამის ფარგლებში მიღწეული ცოდნა და უნარები. მსმენელებს, აგრეთვე შეეძლებათ პირველადი გადაუდებელი დახმარების სერტიფიკატის მიღება საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებისგან.
პროგრამის მიზანი
კულტურული ტურიზმის გიდის პროფესიული მომზადების პროგრამა მიზნად ისახავს კულტურული ტურიზმის გიდების მომზადებას საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე აღიარებული პროფესიონალების მიერ, როგორც ფაქტობრივი ცოდნის, ასევე პროფესიული უნარების მიმართულებით. პროფესიული უნარების ნაწილს უძღვებიან გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის (WFTGA) მიერ აკრედიტირებული ეროვნული ტრენერები, ხოლო ფაქტობრივ ნაწილს ადგილობრივი სპეციალისტები და გამოცდილი პროფესიონალები, რათა უზრუნველყოფილი იქნას მსმენელების მიერ საერთაშორისოდ აღიარებული ნორმებისა და სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიის ადგილობრივი სპეციფიკის ათვისება. პროგრამის გავლის შემდგომ, მსმენელებს შეეძლებათ კულტურული ტურიზმით დაინტერესებული ტურისტული ჯგუფების გაძღოლა როგორც თბილისის, ასევე საქართველოს სხვა რეგიონების მასშტაბით და ექნებათ უნარი დამოუკიდებლად დაამუშავონ ახალი მარშრუტები. მსმენელებს აგრეთვე შეეძლებათ პირველადი გადაუდებელი დახმარების გაწევა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ნორმების მიხედვით და ექნებათ შესაძლებლობა, აითვისონ ადგილობრივი ტურიზმის ინდუსტრიის მახასიათებლები.
დასაქმების სფერო
101 - პერსონალური მომსახურებები (ვიწრო სფერო)
გალერეა
ფოტო ან ვიდეო მასალა არ მოიძებნა
რეგისტრაციის პროცესის კონსულტირებაზე პასუხისმგებელი პირის ტელეფონი: 2309620