ა(ა)იპ - ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი
კინო კამერის ოპერატორი
სფერო:
ხელოვნება
პროგრამის კოდი:
04-01577
კვალიფიკაციის დონე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის სახე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის ხანგრძლივობა:
26 კვირა
აპლიკანტთა შერჩევის ფორმა:
დაშვების წინაპირობა:
ასაკი -
განათლება -
სხვა -
განათლება -
სხვა -
განხორციელების ადგილი:
ლუბლიანას ქ. 15
მიღება არ არის გამოცხადებული
პარტნიორი ორგანიზაციები
პარტნიორი ორგანიზაციები არ მოიძებნა
პროგრამის აღწერა
პროგრამის აღწერა
კინოოპერატორი – კინოხელოვნების სპეციფიკური დარგია მხატვრული შემოქმედებისა. კინოოპერატორის დანიშნულებაა, რომ კინოგადადებების ხერხებით, მხატვრული-გამომსახველობითი საშუალებებით ზედმიწევნით ღრმად და საინტერესოდ გამოიხატოს ეკრანზე ფილმის შინაარსი, იდეა, დრამატურგის და რეჟისორის ჩანაფიქრი. კინოოპერატორის ხელოვნების განვითარება მჭიდროდაა დაკავშირებული კინოხელოვნების საერთო განვითარებასთან. ფერწერის, თეატრის, დრამატურგიისა და ხელოვნების სხვა დარგების მრავალსაუკუნოვან გამოცდილებასთან, მიღწევებთან, აგრეთვე საკუთარი გამომსახველობითი საშუალების გამომუშავებასა და განმტკიცებასთან. პროგრამა გათვლილია ციფრული კინოკამერის ოპერატორებზე, რომელთა მიზანია დაეუფლონ კინო-ოპერატორის ხელოვნებას.
პროგრამის ხანგრძლივობაა 26 კვირა კვირაში 8 საათიანი დატვირთვით,
სწავლის შედეგების შეფასება ხდება განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებით. განმავითარებელი შეფასება დაგეგმილია ყოველ კვირას, ხოლო განმსაზღვრელი შეფასება დაგეგმილია 22-ე კვირას-შეფასებისთვის გამოიყენება გამოკითხვა და პრაქტიკული დავალება დაკვირვებით. სწავლება განხორციელდება კინოსკოლაში და პარტნიორ ორგანიზაციაში.
პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ კურსდამთავრებული მიიღებს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს დანართთან ერთად, რომელშიც ფიქსირდება პირის მიერ პროგრამის ფარგლებში მიღწეული ცოდნა და უნარები. კურსდამთავრებული დამატებით მიიღებს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პარტნიორის, აშშ-ს აიოვას შტატის მაჰარიშის საერთაშორისო უნივერსიტეტის კინოხელოვნების სკოლის სერტიფიკატს.
პროგრამის მიზანი
პროფესიული მომზადების პროგრამის მიზანია მსმენელის აღჭურვა პრაქტიკული უნარებითა და ცოდნით, რომლებიც აუცილებელია კინოინდუსტრიაში კამერის ოპერატორის პროფესიული წარმატებისათვის. მსმენელები მიიღებენ ცოდნას კამერის ფუნქციონალის, ლინზების ნაირსახეობების, კადრის კომპოზიციის, განათების ტექნიკის და რთულ პირობებში გადაღების შესახებ. თეორიულ კომპონენტთან ერთად, რომლებიც მოიცავს უსაფრთხოების პროტოკოლებს, ინდუსტრიის სტანდარტებს და პოსტწარმოების სამუშაო პროცესებს, მსმენელები გამოიმუშავებენ ისეთ პრაქტიკულ უნარებს, რომლებიც გააძლიერებენ მათ ტექნიკურ შესაძლებლობებს და მხატვრულ ხედვას. პრაქტიკული სავარჯიშოების და რეალურ სამყაროში გადაღებების შერწყმით. პროგრამა ამზადებს კურსდამთავრებულებს წარმატებისთვის კინოწარმოების დინამიურ გარემოში.
დასაქმების სფერო
0211 - აუდიო-ვიზუალური მეთოდები და მედია პროდუქცია/წარმოება (დეტალური სფერო)
გალერეა
ფოტო ან ვიდეო მასალა არ მოიძებნა
რეგისტრაციის პროცესის კონსულტირებაზე პასუხისმგებელი პირის ტელეფონი: 551109515